SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
Vinox-matic
270 ₾
თხევადი საშუალება კირქვის და მინერალური ნადების მოსაცილებლად
ხელს უშლის კირქვის ნადების შემდგომ წარმოქმნას
ჰიგიენური მოთხოვნების შესრულების გარანტია
დამზოგავი მასალა
დაბალი ქაფისწარმოქმნის რეგულაცია
საღებავებისა და არომატიზატორების გარეშე
გააჩნია შესაბამისობის სერტიფიკატი კვების სექტორში გამოყენებისთვის
გამოყენების სფერო
გამოიყენება მჟავა- და წყალგამძლე ზედაპირებზე, მაგალითად, სამზარეულოებსა და სამრეცხაოებში, ასევე კირქვის ნადების მოსაცილებლად თეთრეულის და ჭურჭლის სარეცხ მანქანებში. მჟავამგრძნობიარე ზედაპირებზე გამოყენება იწვევს მასალის შეუქცევად დაზიანებას.
გამოყენება
პირველი გამოყენების წინ შეამოწმეთ დასამუშავებელი მასალა პროდუქტის მიმართ გამძლეობაზე, შეუმჩნეველ ადგილას დატანებით. დაიცავით მანქანის მწარმოებლის ინსტრუქციები. ნადების ავტომატური გაწმენდისას დარწმუნდით, რომ დოზირების მოწყობილობაში სხვა საშუალება არ მოხვდება.
ნადების ავტომატური მოცილება ჭურჭლის სარეცხ მანქანებში:
დაბინძურების ხარისხიდან გამომდინარე 50-100 მლ 1 ლ ცივ წყლზე.
ჩაასხით სუფთა წყალი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. დაამატეთ პროდუქტი პირდაპირ ავზში და ამუშავეთ მანქანა 10-15 წუთის განმავლობაში არანაკლებ 55 °С ტემპერატურაზე. შემდეგ დაცალეთ ხსნარი და შეამოწმეთ ზედაპირები, საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ პროცედურა. რამდენჯერმე გააფრქვიეთ ხსნარი ნადების მქონე ადგილას, გააჩერეთ ზემოქმედებისთვის ხანმოკლე პერიოდით და დაამუშავეთ ხელსახოცით. კარგად გაავლეთ სუფთა წყალი, რომ მოაცილოთ პროდუქტის ნარჩენები მანქანას. ჩვეულებრივი რეცხვის წინ უზრუნველყავით ჭურჭლის რეცხვისთვის საჭირო პროდუქტის დოზირება.
ნადების ხელით მოცილება ჭურჭლის სარეცხ მანქანებში:
100‒200 მლ 1 ცივ წყალზე.
რამდენჯერმე გააფრქვიეთ ხსნარი ნადების მქონე ადგილას, გააჩერეთ ზემოქმედებისთვის ხანმოკლე პერიოდით და დაამუშავეთ ხელსახოცით. კარგად გაავლეთ სუფთა წყალი, რომ მოაცილოთ პროდუქტის ნარჩენები მანქანას.
ნადები მოცილება სამზარეულო დანადგარებსა და ზედაპირებიდან:
100‒400მლ 1 ლ ცივ წყალზე.
რამდენჯერმე გააფრქვიეთ ხსნარი ნადების მქონე ადგილას, გააჩერეთ ზემოქმედებისთვის ცოტა ხანი და დაამუშავეთ ხელსახოცით. შემდეგ კარგად გარეცხეთ სუფთა წყლით.
ნადების ავტომატური მოცილება სარეცხ მანქანებში:
დაბინძურების ხარისხიდან გამომდინარე 20‒100 მლ 1 ლ ცივ წყალზე.
ჩაუშვით სარეცხი მანქანა 60° с -ზე რაც შეიძლება დიდხანს წინასწარი რეცხვის და ჩატვირთვის გარეშე. დაამატეთ პროდუქტი სარეცხი საშუალების კონტეინერში ძირითადი რეცხვის საწყის ეტაპზე, წყლის მიწოდების შემდეგ და დაამატეთ დაახლოებით 500 მლ წყალი.
კირქვის ნადების ავტომატური მოცილება ავტოსამრეცხაობის აქსესუარებზე:
დაბინძურების ხარისხიდან გამომდინარე 4‒8 მლ 1 ლ ცივ წყალზე.
ჩატვირთეთ სარეცხი მანქანა. ჩაუშვით სარეცხი მანქანა 60° с -ზე რაც შეიძლება დიდხანს წინასწარი რეცხვის და ჩატვირთვის გარეშე. დაამატეთ პროდუქტი სარეცხი საშუალების კონტეინერში, ძირითადი რეცხვის საწყის ეტაპზე, წყლის მიწოდების შემდეგ და დაამატეთ დაახლოებით 500 მლ წყალი. სარეცხი აქსესუარების სრული წმენდისთვის
(მათ შორის ზეთის და ცვილის ნარჩენების მოცილება) რეცხვის პროგრამაში ან რეცხვის დამატებით ციკლში გამოიყენეთ ტუტე სარეცხი საშუალება, როგორიცაა ARENAS-avenir.
ყოველდღიური წმენდა (ზედაპირის დასუფთავება):
დაბინძურების ხარისხიდან გამომდინარე 100‒400 მლ 4 ლ ცივ წყალზე.
დაასველეთ ზედაპირი სამუშაო საწმენდი ხსნარით და დაამუშავეთ საწმენდი ტექსტილით. მოხმარება: 0,5-1,8 მლ/მ²
მოხმარება დამოკიდებულია ობიექტის სპეციფიკურ პირობებსა და სტანდარტებზე.
მითითება
მწარმოებელი არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქტის არასწორი ან არაკვალიფიციური გამოყენების შედეგად გამოწვეულ ზიანზე. მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისთვის!
შემადგენლობა (შესაბამისობაშია 648/2004/ЕС)
არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები < 5%, არაორგანული მჟავები, კოროზიისგან დამცავი საშუალებები.
მარკირება
მარკირება (კონცენტრატში): საშიშია. H314 კანზე ან თვალში მოხვედრისას იწვევს ქიმიურ დამწვრობას. P280 გამოიყენება ხელთათმანები/სპეცტანსაცმელი/თვალების/სახის დამცავი საშუალებები. P305+P351+P338 თვალში მოხვედრის შემთხვევაში: ფრთხილად ჩამოიბანეთ თვალი წყლთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. მოიხსენით კონტაქტური ლინზები, თუ ატარებთ მათ, და თუ მარტივია ამის გაკეთება. განაგრძეთ თვალის
ჩამობანა. P308+P313 ПРИ ზემოქმედებაზე ეჭვის შემთხვევაში:მიმართთ ექიმს. შეიცავს: Phosphoric Acid (INCI)