SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
გამწმენდი ეფექტის გამაძლიერებელი Veroclean-plus-თან შერევისთვის
ისეთი საფარის მოცილებისთვის, რომლის მოცილება აქამდე მხოლოდ ნაწილობრივ იყო შესაძლებელი
პოლიმერული საფარის სწრაფი დაშლა
ეპოქსიდური ცვილის ნადების მოცილება
ვარგისია ლინოლეუმზე გამოსაყენებლად
გამოყენების სფერო
გამოიყენება წყალგაუმტარ, ტუტე მგრძნობიარე და ტუტე რეზისტენტული იატაკის საფარებზე, მაგალითად, PVC, ლინოლეუმი, რეზინი.
გამოყენება
პირველი გამოყენების წინ შეამოწმეთ დასამუშავებელი მასალის ზედაპირი გამძლეობაზე, დაიტანეთ შეუმჩნეველ ადგილას მცირე მოცულობით.
ღრმა გამწმენდი ხსნარის დამზადება:
თანაბარი პროპორციით აურიეთ Veroclean-plus, Verator და ცივი წყალი.
ღრმა წმენდა (პოლიმერული ფენის მოცილება):
გაანაწილეთ ღრმა გამწმენდი ხსნარი იატაკზე, დაელოდეთ დაახლოებით 10 წუთი,დაამუშავეთ ჯაგრისით, შეაგროვეთ ნარჩენი გაწმენდი ხსნარი წყლის მტვერსასრუტით, კარგად ჩამორეცხეთ იატაკი სუფთა წყლით.
ეპოქსიდური ფისის ნადების მოცილება:
დაიტანეთ გაუზავებელი პროდუქტი და დაელოდეთ დაახლოებით 30 წუთი ზემოქმედებისთვის. ძლიერი ან ძველი დაბინძურებისთვის საჭიროა მეტი ექსპოზიციის დრო. მოიცილეთ გაფუებული ჭუჭყი ჯაგრისით, პადით ან შპატელით და ჩამორეცხეთ სუფთა წყლით. საჭიროების შემთხვევაში, კვლავ გაიმეორეთ მთელი პროცესი. არ დაუშვათ პროდუქტის გაშრობა.
მითითება
მწარმოებელი არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქტის არასწორი ან არაკვალიფიციური გამოყენების შედეგად გამოწვეულ ზიანზე. მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისთვის!
შემადგენლობა (შესაბამისობაშია 648/2004/ЕС)
წყალში ხსნადი გამხსნელები, დაშლის აგენტები. pH კონცენტრატში: დაახლოებით 8,5
pH სამუშაო ხსნარში: დაახლოებით 9
მარკირება
მარკირება (კონცენტრატში): SGS07, ყურადღება. H302+H312+H332 საზიანოა გადაყლაპვისას, კანთან შეხებისას ან ჩასუნთქვისას. H319 იწვევს თვალის სერიოზულ გაღიზიანებას. H315 იწვევს კანის გაღიზიანებას. P271 გამოიყენეთ მხოლოდ გარე სივრცეში ან კარგად ვენტილირებადი ადგილას. P280 ატარეთ დამცავი ხელთათმანები/თვალის დაცვის საშუალებები. P302+P352 კანზე მოხვედრის შემთხვევაში: ჩამოიბანეთ წყლით. P305+P351+P338 თვალებში მოხვედრის შემთხვევაში: ფრთხილად ჩამოიბანეთ წყლით რამდენიმე წუთის განმავლობაში. ამოიღეთ კონტაქტური ლინზები, თუ ატარებთ მათ და თუ ადვილია ამის გაკეთება. განაგრძეთ თვალების დაბანა. შეიცავს: Benzylalcohol / Butoxyethanol (INCI)