SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
თვისებები
სინთეზური დისპერსია, მყარი შემავსებლის მაღალი შემცველობით, გამკვრივების დროს ქმნის ბადისებრ მეტალოკრისტალურ სტრუქტურას და მბზინავ ფენას. Thermodur – არის იატაკის მოსავლელი მაღალხარისხიანი ფუძე, რომელიც წარმოქმნის ცვეთამდეგ, მდგრად, არასრიალა ჭუჭყისგან დამცავ საფარს. წარმოქმნილი დამცავი საფარი მდგრადია მადეზინფიცირებელი სარეცხი საშუალებების ზემოქმედების მიმართ.
შემადგენლობა
სინთეზური დისპერსიები, მყარი პოლიეთილენის ცვილები, წყალში ხსნადი გამხსნელები, ეპოქსიდური ფისები, პლასტიზატორი
рН (კონცენტრატში): დაახლ. 8,5
გამოყენების სფერო
გამოიყენება ნებისმიერ წყალგაუმტარ ზედაპირზე და ასევე ღმა წმენდის შემდეგ ისეთ ზედაპირებზე, როგორიცაა PVC, პოლიოლეფინი, ლინოლეუმი, შთამნთქმე-ლი ბუნებრივი და ხელოვნური ქვა, ასფალტი და სხვა. გამოყენებამდე პოლიურეტანის ან პოლიეთილენის იატაკის საფარზე აუცილებელია ჩატარდეს ტესტი წებვადობაზე.
გამოყენება
ღრმა წმენდის შემდეგ კარგად გამშრალ იატაკზე დაიტანეთ საშუალება განუზავებელი სახით. თხელი ფენით თანაბრად გაანაწილეთ იატაკის ზედაპირზე.
გასანაწილებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მაგ., მოპი. არ დაუშვათ მოპის
გაშრობა. არ დატოვოთ კანისტრი ღია მდგომარეობაში.
დამცავი საფარის დატანება ღრმა წმნედის შემდეგ: იატაკის შეწოვის უნარიდან გამომდინარე, დაიტანეთ 2-3 ფენა დაახლოებით 30 წუთის ინტერვალით.
მოხმარება 1 მ²-ზე
პირველადი დატანება: 25 მლ ყოველ ფენაზე