SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
თვისებები
ჭურჭლის სარეცხი საშუალება დამზადებულია ბუნებრივ ნედლეულზე. ეფექტურად შლის ცხიმოვან ჭუჭყს, იხარჯება ეკონომიურად და არააგრესიულია გასაწმენდი საგნების მიმართ. არ არის განკუთვნილი ჭურჭლის სარეცხ მანქანებში
გამოყენებისათვის. არ შეიცავს АВS-სურფაქტანტებს*.
შემადგენლობა (648/2004/EC -ის შესაბამისად)
ანიონური სურფაქტანტები 5-15%, არაიონური სურფაქტანტები < 5%, ხელის კანის დამცავი კომპონენტები, დამხმარე ნივთიერებები, არომატიზატორები (Limonene, Citral), კონსერვანტები (Methyl-/Methylchlorisothiazolinone).
рН (კონცენტრატში): დაახლ. 7 рН (ხსნარში): დაახლ. 7
გამოყენების სფეროები
თეფშების, ჭიქების, ქვაბების და სხვა წყალგამძლე მასალისგან დამზადებული სამზარეულოს ჭურჭლისა და ინვენტარის გასარეცხად.
გამოყენება
ჭურჭლის რეცხვა:
5 ლ თბილ წყალში დაამატეთ სარეცხი საშუალების 1-2 გაფრქვევა ბოთლიდან, ჩაალაგეთ ჭურჭელი ხსნარში, დაამუშავეთ ჯაგრისით ან ხელსახოცით. გაავლეთ სუფთა წყალი და მოათავსეთ გასაშრობად.
ყოველდღიური დალაგება (ზედაპირების წმენდა):
თბილი წყლით სავსე სათლს (დაახლ. 4 ლ) დაამატეთ ბოთლიდან 1 გაფრქვევა სარეცხი საშუალება, დაასველეთ და მსუბუქად გაწურეთ ხელსახოცი, გაწმინდეთ დასამუშავებელი საგნები ან ზედაპირები.