SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
სუსტი ტუტე საშუალება სანიტარული ზონების დასუფთავებისთვის, არ შეიცავს მჟავებს და ქლორს
აცილებს ყოველდღიურად წარმოქმნილ კირქვოვან ნადებს და საპნის ნარჩენებს, ასევე ზეთოვან და ცხიმოვან ჭუჭყს გამოყენებისას ტოვებს სისუფთავის ინტენსიურ არომატს
დამუშავებული ზედაპირები ხდება წყალ- და ჭუჭყგამძლე
დამზოგველი მასალა
შეესაბამება მწარმოებლის რეკომენდაციებს შემრევების დასუფთავების შესახებ
გამოყენების სფერო
გამოიყენება წყალგამძლე ზედაპირების და საგნების გასაწმენდად სანიტარულ ზონებში. კირქვივანი ზედაპირი, როგორიცაა მარმარილო, შეიძლება გახდეს გლუვი პროდუქტის გამოყენების შედეგად.
გამოყენება
პირველი გამოყენების წინ შეამოწმეთ დასამუშავებელი მასალის ზედაპირი გამძლეობაზე, დაიტანეთ მცირე მოცულობით პროდუქტი შეუმჩნეველ ადგილას. 1 დოზა = 40 მლ. დამუშავებულ ზედაპირს გაავლეთ წყალი.
სამუშაო ხსნარის მომზადება:
შეავსეთ 500 მლ გამფრქვევი ცივი წყლით მარკირების ხაზამდე და დაამატეთ ერთი დოზა 1 ლიტრიანი კონცენტრატის ბოთლიდან ან Kiehl-ის დოზირების სისტემის დახმარებით (მაგ. DosiExpress). გამოიყენება 2 ლიტრიანი ბოთლი შესაფერისი Kiehl დისპენსირების სისტემით (მაგ. DosiStation, Arcantec, DosiJet). გამოყენების სფეროს მიხედვით, გამოიყენეთ გამფრქვევი (არააეროზოლური) ან ნაპრალიანი თავსახური.
ყოველდღიური დალაგება (გამფრქვევი, არააეროზოლური):
დაასველეთ ზედაპირი სამუშაო ხსნარით და დაამუშავეთ ხელსახოცით ან არააბრაზიული ღრუბლით. მოხმარება: 0.4 მლ/
მ².
ყოველდღიური დალაგება (ბოთლი ნაპრალიანი თავსახურით):
ტუალეტის თასების და უნიტაზების წმენდისას შეასხურეთ სამუშაო ხსნარი დასამუშავებელ ზედაპირს, გააჩერეთ ცოტა ხანი, დაამუშავეთ და ჩამორეცხეთ წყლით. მოხმარება: 0.4 მლ/მ².
ყოველდღიური დასუფთავება (გაწმენდა):
80 მლ 8 ლიტრ ცივ წყალზე. დაასველეთ ზედაპირი სამუშაო ხსნარით და დაამუშავეთ შესაცვლელი მოპით. მოხმარება: 0.4 მლ/მ².
მითითება
მწარმოებელი არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქტის არასწორი ან არაკვალიფიციური გამოყენების შედეგად გამოწვეულ ზიანზე. მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისთვის!
შემადგენლობა (შესაბამისობაშია 648/2004/ЕС)
არაიონური სურფაქტანტები 5-15%, კომპლექსური აგენტები, მოვლის საშუალებები, წყალში ხსნადი გამხსნელები, დანამატები, საღებავები, არომატიზატორები. pH კონცენტრატში: დაახლ. 9 pH სამუშაო ხსნარში: დაახლ. 7.5
მარკირება
მარკირება (კონცენტრატში): SGS07, ყურადღება. H319 იწვევს თვალის სერიოზულ გაღიზიანებას. P280 გამოიყენეთ თვალის დამცავი საშუალებები. P305 +P351+P338 თვალებში მოხვედრის შემთხვევაში: ფრთხილად ჩამოიბანეთ წყლით რამდენიმე წუთის განმავლობაში. ამოიღეთ კონტაქტური ლინზები, თუ ატარებთ მათ და თუ ადვილია ამის გაკეთება. განაგრძეთ თვალების დაბანა.