SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
მზა საწმენდი და მადეზინფიცირებელი საშუალება
დეზინფექცია და წმენდა განზავების გარეშე
შრობის ხანმოკლე პერიოდი
ზედაპირების გამოყენება შესაძლებელია გაშრობისთანავე
არ საჭიროებს წყლით ჩამორეცხვას
EN სერთიფიცირებული და VAH / IHO რეგისტრირებული საწმენდი და მადეზინფიცირებელი საშუალება ზედაპირების დეზინფექციისთვის
არ შეივცავს ალდეჰიდებს, არომატიზატორებს და საღებავებს ეფექტიანია სალმონელას, ლისტერიას, EHEC- სა და MRSA- ს წინააღმდეგ, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას 4 ° C ტემპერატურაზე მაცივრების და სამაცივრე ვიტრინების დეზინფექციისათვის
გააჩნია შესაბამისობის სერთიფიკატი კვების სექტორში გამოყენებისათვის
2013 წლიდან შეყვანილია FiBL -ის ეკოლოგიური გადამუშავების სიაში
გამოყენების სფერო
სპირტგამძლე ზედაპირების წმენდისა და დეზინფექციისთვის. არ გამოიყენება აკრილის მინის, სპირტისადმი მგრძნობიარე ზედაპირებისა და ლაქის დამუშავებისთვის.
გამოყენება
პირველი გამოყენების წინ რეკომენდებულია შემოწმდეს დასამუშავებელი მასალა პროდუქტის მგრძნობელობაზე, შეუმჩნეველ, მცირე ნაწილზე დატანებით. აუცილებელია მოცულობითი ზეთოვანი, ცხიმოვანი და ცილოვანი დაბინძურების წინასწარი მოცილება. გამოყენების სფეროდან გამომდინარე გამოიყენება გამფრქვევი
(არააეროზოლური) ან თავსახური.
მადეზინფიცირებელი წმენდა:
ზედაპირები, მოწყობილობები, საგნები მთლიანად დაასველეთ განუზავებელი საშუალებით და გააჩერეთ
ზემოქმედებისთვის საჭირო დროით. აცალეთ გაშრობა. მოხმარება: 7,0‒50,0 მლ/მ².
შენიშვნა
მწარმოებელი პასუხს არ აგებს პროდუქტის არასწორი ან არაკვალიფიციური გამოყენების შედეგად მიყენებულ ზარალზე. მხოლოდ პროფესიონალური
გამოყენებისათვის! ბიოციდური პროდუქტები სიფრთხილით გამოიყენება! გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინფორმაცია ეტიკეტისა და პროდუქტის შესახებ.
შემადგენლობა
წყალში ხსნადი გამხსნელები.
pH კონცენტრატში: დაახლ. 7
აქტიური ნივთიერებები в 100 გ-ში:
50,0 გ ეთანოლი (CAS: 64-17-5).
მარკირება
H226 აალებადი სითხე. ორთქლები ქმნიან ფეთქებად ნარევებს ჰაერთან. P210 მოარიდეთ აალების წყაროს/გათბობას/ნაპერწკლებს/ღია ცეცხლს. არ მოწიოთ. P403+P233 შეინახეთ კარგად ვენტილირებად ადგილას მჭიდროდ დახურულ / დალუქულ ჭურჭელში. შეიცავს: Ethyl Alcohol (INCI)