SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
იატაკის საფარის წმენდა და მოვლა ერთსაფეხურიანი სველი წმენდის მეთოდით
აშორებს ჭუჭყს და ტოვებს მბზინავ, მყარ, მოცურების საწინააღმდეგო
თვისებების მქონე მიკროდამცავ ფენას ზოლების გარეშე
ინარჩუნებს ზედაპირის თავდაპირველ სიპრიალეს
არ ხდება გადაჭარბებული მიკროდამცავი ფენების დადება,
რამდენადაც წმენდის დროს ხდება დამცავი ნივთიერებების ცვლა
დამუშავებისას ტოვებს სასიამოვნო არომატს
გამოყენების სფერო
გამოიყენება წყალგაუმტარი, მყარი და ელასტიური იატაკის საფარის გასაწმენდად, როგორიცაა PVC, ლინოლეუმი, რეზინი, ბუნებრივი და ხელოვნური ქვა. ასევე შეიძლება გამოყენებული იყოს დამცავი ფენის მქონე იატაკის გასაწმენდად.
გამოყენება
პირველი გამოყენების წინ შეამოწმეთ დასამუშავებელი მასალის ზედაპირი გამძლეობაზე. 1 დოზა = 25 მლ. ყოველდღიური დასუფთავება (გაწმენდა):
25 მლ 8 ლ ცივ წყალზე. მოხმარება: 0.06 მლ/მ².
პოლირება:
პოლირების პერიოდულად ჩატარების შემთხვევაში (დაახლოებით 1000 ბრ/წთ), დამცავი კომპონენტები მკვრივდება, გამტარიანობის კვალი ქრება, ცვეთამდეგობა კი იზრდება.
მითითება:
მწარმოებელი არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქტის არასწორი ან არაკვალიფიციური გამოყენების შედეგად გამოწვეულ ზიანზე. მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისთვის!
შემადგენლობა (შესაბამისობაშია 648/2004/ЕС)
არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები 5-15%, დისპერსანტები, წყალში ხსნადი გამხსნელები, საღებავები, არომატიზატორები (Limonene, Hexyl Cinnamal, Benzyl Salicylat, Lilial, Citronellol, Geraniol), კონსერვანტები (Phenoxyethanol).
pH კონცენტრატში: დაახლლოებით 8,5 pH სამუშაო ხსნარში: დაახლოებით 7.5