SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
თვისებები
ფოსფორმჟავას ფუძეზე დამზადებული მაღალეფექტური საშუალება უნიტაზებიდან კალციუმის ნადებების და შარდის ქვის მოსაცილებლად. მაღალი სიბლანტის გამო Powerfix-Gel უფრო ხაგრძლივად რჩება დამუშავებულ ზედაპირზე და ხსნის ძველ ჩამჯდარ ჭუჭყსაც კი. მჟავამგრძნობიარე მასალაზე მოხვედრა იწვევს ზედაპირის დაზიანებას!
შემადგენლობა (648/2004/EC-ის შესაბამისად)
არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები < 5%, ორგანული მჟავები, არაორგანული მჟავები, მღებავი ნივთიერებები, არომატიზატორები (Amyl Cinnamal, Citronellol, Methyl Propanal).
рН (კონცენტრატში): დაახლ. 0,5
გამოყენების სფერო
გამოიყენება მხოლოდ ჩამჯდარი ნადებების მოსაცილებლად
ფაიფურის, ფიანსის და უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ნაკეთობებიდან.
გამოყენება
პირველი გამოყენების წინ დარწმუნდით, რომ საშუალება არ აზიანებს დასამუშავებელ ზედაპირს. დაიტანეთ მცირე რაოდენობა შეუმჩნეველ ადგილას.
შეასხურეთ Powerfix-Gel ბოთლიდან უნიტაზის კიდეების ქვეშ და თანაბრად გადაანაწილეთ შიდა ზედაპირზე შესაბამისი ჯაგრისით. მიეცით ზემოქმედებისთვის მცირე დრო, მაგრამ არ დაუშვათ საშუალების გაშრობა და ჩამორეცხეთ წყალი. პარალელურად გააგრძელეთ დამუშავება ჯაგრისით.
მწარმოებელი პასუხს არ აგებს პროდუქტის არასწორი ან არაკვალიფიციური გამოყენების შედეგად მიყენებულ ზარალზე.
მოხმარება 1 კვ. მეტრი
ინტენსიური წმენდა 10 მლ
GHS 05, საშიშია (კონცენტრატში);
H314 იწვევს კანის სერიოზულ დამწვრობას და თვალის დაზიანებას. H412 საზიანოა წყლის ფლორისა და ფაუნისთვის გრძელვადიანი შედეგებით. P280 გამოიყენება დამცავი ხელთათმანები/ტანსაცმელი/თვალის/სახის დამცავი საშუალებები. P305+P351+P338 თვალში მოხვედრისას: ფრთხილად დაიბანეთ თვალი გამდინარე წყლით რამდენიმე წუთის განმავლობაში. კონტაქტური ლინზების ტარების შემთხვევაში მოიხსენით ისინი, გააგრძელეთ წყლით დამუშავება. P308+P313 ზემოქმედების შემთხვევაში: მიმართეთ ექიმს.
შეიცავს: Phosphoric Acid (INCI).
მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისთვის!