SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
Powerfix
242 ₾
თვისებები
მაღალეფექტიანი საშუალება ფოსფორმჟავას ფუძეზე განკუთვნილია კალციუმის ნადების და ჟანგის ლაქების მოსაცილებლად მჟავაგამძლე ზედაპირებიდან. მოქმედებს სწრაფად, არ აზიანებს მასალის საფარს, ტოვებს სასიამოვნო სუნს. დამუშავებულ ზედაპირზე სამუშაო ხსნარის ხანმოკლე წამოქაფება უბრალოდ მიუთითებს კალციუმის დეპოზიტების აქტიურ დაშლაზე. მჟავამგრძნობიარე ზედაპირზე მოხვედრა გამოიწვევს მასალის დაზიანებას!
შემადგენლობა (648/2004/EC-ის შესაბამისად)
არაიონური სურფაქტანტები < 5%, ორგანული და არაორგანული მჟავები, კოროზიის ინჰიბიტორები, მღებავები, არომატიზატორები (Methylpropanal, Citronellol, Amyl Cinnamal).
рН (კონცენტრატში): დაახლ. 0,5 рН (ხსნარში): დაახლ. 1
გამოყენების სფერო
გამოიყენება მჟავა- და წყალგამძლე საგნების და ზედაპირების გასაწმენდად აუზებში, საშხაპეებსა და ტუალეტებში, ასევე მშენებლობის შემდგომი დასუფთავებისთვის გრანიტის, კვარციტის, კლინკერის და კერამიკულ იატაკებზე. დაიცავით მჟავამგრძნობიარე ზედაპირები, განსაკუთრებით მეტალის (უჟანგავი ფოლადი, ალუმინი და ა.შ.) ხსნარის და ორთქლის ზემოქმედებისგან. არ დაუშვათ მოხვედრა ლატუნსა და ქრომირებულ არმატურაზე, ანოდირებულ და ემალირებულ საგნებზე, პლასტმასის ტიხრებზე, უნიტაზის სახურავებზე, მჟავამგრძნობიარე ნატურალურ
და ხელოვნურ ქვაზე.
გამოყენება
პირველ გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ პროდუქტი არ აზიანებს დასამუსავებე მასალას (დაიტანეთ მცირე რაოდენობა შეუმჩნეველ ადგილას). არ დაუშვათ პროდუქტის გაშრობა სამუშაო ზედაპირზე დამუშავების პროცესში. კარგად გაანიავეთ შენობა სამუშაო პროცესში და მისი დასრულების შემდეგ.
ღრმა წმენდა / მშენებლობისშემდგომი დალაგება:
დაბინძურების ხარისხიდან გამომდინარე 2-4 ლ გახსენით 8 ლ ცივ წყალში. განსაკუთრებით ძლიერი ლოკალური დაბინძურება დაამუშავეთ განუზავებელი პროდუქტით. დამუშავების დაწყებამდე დასამუშავებელი ზედაპირი დაასველეთ წყლით. თანაბრად გაანაწილეთ ხსნარი იატაკზე, დაამუშავეთ ერთდისკიანი მანქანით (ჯაგრისით), მიეცით მცირე დრო ზემოქმედებისთვის, შეაგროვეთ ჭუჭყიანი წყალი, შემდეგ საგულდაგულოდ გარეცხეთ იატაკი სუფთა წყლით.
წმენდა ქაფით
ჩაასხით განუზავებელი Powerfix ქაფის გენერატორის ავზში. დაბინძურების ხარისხიდან გამომდინარე მომართეთ ქაფის გენერატორის დოზატორი თანაფარდობაზე 1:4-1:10.
თანაბრად გაანაწილეთ ქაფი დასამუშავებელ ზედაპირზე. დაახლოებით 10 წუთში
გაავლეთ სუფთა წყალი დამუშავებულ ზედაპირს.
მწარმოებელი პასუხს არ აგებს პროდუქტის არასწორი ან არაკვალიფიციური გამოყენების შედეგადმიყენებულ ზარალზე.
მოხმარება 1 კვ. მეტრზე
ღრმა წმენდა/მშენებლობის შემდგომი დალაგება: 100 მლ
წმენდა: 50 მლ
⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯
GHS 05, საშიშია (კონცენტრატში);
H315 იწვევს კანის გაღიზიანებას. H318 იწვევს თვალის სერიოზულ გაღიზიანებას. P271 გამოიყენება მხოლოდ ღია ან კარგად ვენტილირებად სივრცეში. P280
გამოიყენება დამცავი ხელთათმანები/თვალის დამცავი საშუალებები. P305+P351+P338 თვალში
მოხვედრის შემთხვევაში: ფრთხილად დაიბანეთ თვალი გამდინარე წყლით რამდენიმე წუთის
განმავლობაში. კონტაქტური ლინზების ტარების შემთხვევაში, მოიხსენით ისინი, გააგრძელეთ
წყლით დამუშავება. შეიცავს: Phosphoric Acid / Hydrochlorid Acid / Tridecet 5-12 (INCI).
მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისთვის!