SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
სწრაფმოქმედი აქტიური საწმენდი საშუალება სანიტარული ზონების ყოველდღიური დასუფთავებისთვის
მჟავების ეკოლოგიურად მოწინავე კომბინაცია
აცილებს კირქვოვან ჭუჭყს, ასევე კოსმეტიკისა და საპნის ნარჩენებს ნესტიან შენობებში
ტოვებს სისუფთავის ინტენსიურ სუნს
სერთიფიცირებულია ევროპული და ავსტრიული ეკო-ეტიკეტებით
გამოყენების სფერო
გამოიყენება მჟავა- და წყალგამძლე საგნების და ზედაპირების წმენდისთვის სანიტარულ ზონებში. მჟავამგრძნობიარე ზედაპირები, მაგალითად, როგორებიცაა დაზიანებული ქრომირებული საფარი შემრევებზე, ლატუნი, ანოდირებული ალუმინი, პოლიამიდი და მჟავამგრძნობიარე ხელოვნური და ბუნებრივი ქვა შესაძლოა დაზიანდნენ მჟავაშემცველი პროდუქტების გამოყენების შედეგად.
გამოყენება
პირველი გამოყენების წინ შეამოწმეთ მასალა გამძლეობაზე, დაიტანეთ მცირე რაოდენობით პროდუქტი შეუმჩნეველ ადგილას. აუცილებელია ნაკერების და შემრევის წინასწარი დასველება ცივი წყლით. ჩამობანეთ წყლით ყველა დამუშავებული ზედაპირი.
ყოველდღიური ან ხშირი დასუფთავება
ყოველდღიური წმენდა (ზედაპირების წმენდა):
დაბინძურების ნორმალური ხარისხი
გამოიყენება განზავებული სახით, 20 მლ პროდუქტი 4 ლ ცივ წყალში.
დაბინძურების მაღალი ხარისხი: 20‒40 მლ პროდუქტი 4 ლ ცივ წყალში.
ყოველდღიური წმენდა (გაწმენდა):
დაბინძურების საშუალო ხარისხი
გამოიყენება განზავებული სახით, 40 მლ 8 ლ ცივ წყალში.
დაბინძურების მაღალი ხარისხი: 40‒80 მლ 8 ლ ცივ წყალში.
უმნიშვნელო დაბინძურების დროს საკმარისია დოზის ნახევარი.
უფრო დიდი ინტერვალებით დასუფთავებისას
ყოველდღიური წმენდა (ზედაპირების წმენდა):
დაბინძურების ნორმალური ხარისხი 200 მლ 4 ლ ცივ წყალში.
ყოველდღიური წმენდა (გაწმენდა):
დაბინძურების ნორმალური ხარისხი 400 მლ 8 ლ ცივ წყალში.
უმნიშვნელო დაბინძურების დროს საკმარისია ყოველდღიური დასუფთავებისთვის განსაზღვრული დოზა.
ღრმა წმენდა (უნიტაზი):
უნიტაზების წმენდისას შეასხურეთ სამუშაო ხსნარი კიდეების ქვეშ, მიეცით დრო ზემოქმედებისთვის, დაამუშავეთ და გაავლეთ წყლით.
შენიშვნა
მწარმოებელი პასუხს არ აგებს პროდუქტის არასწორი ან არაკვალიფიციური გამოყენების შედეგად მიყენებულ ზარალზე. მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისათვის! სწორი დოზირება ზოგავს ხარჯებს და იცავს გარემოს. ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები მზადდება მცენარეული ნედლეულისგან. შესაფუთი მასალა გადამუშავებადია.
შემადგენლობა (648/2004/EC-ის შესაბამისად)
არაიონური სურფაქტანტები < 5 %, ორგანული მჟავები, ჰიდროფილური გამხსნელები, საღებავები, არომატიზატორები.
მარკირება
მარკირება (კონცენტრატში): საშიშია. H314 თვალში და კანზე მოხვედრისას იწვევს ქიმიურ დამწვრობას. P280 გამოიყენება ხელთათმანები/სპეციალური ტანსაცმელი/თვალის და სახის დამცავი მოწყობილობა. P305+P351+P338 თვალში მოხვედრის შემთხვევაში: ფრთხილად ჩამოიბანეთ თვალი წყლით რამდენიმე წუთის განმავლობაში. კონტაქტური ლინზების შემთხვევაში მოიხსენით ისინი, განაგრძეთ წყლით ჩამობანა. P308+P313 ზემოქმედებაზე ეჭვის შემთხვევაში: მიმართეთ ექიმს. შეიცავს: Methanesulphonic Acid (INCI)