SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
თვისებები
იატაკის ზედაპირზე ქმნის პოლირების გარეშე მბზინავ, ცვეთამდეგ, ჭუჭყისადმი მდგრად და არასრიალა დამცავ ფენას. გამოიყენება როგოც განზავებული, ისე განუზავებელი სახით.
Kiehl-Parketto-care -ით დამუშავების შემდეგ იატაკის სრიალის ხახუნის კოეფიციენტი აღწევსს 0,4 µ და 0,6 µ, რაც შეესაბამება DIN 18032 სტანდარტის მოთხოვნებს სპორტული დარბაზებისადმი (ტესტირებულია ოტტო-გრაფის ინსტიტუტის მიერ ქ.ბადენ-ვიუტემბერგში).
შემადგენლობა (648/2004/EC-ის შესაბამისად)
არაიონური სურფაქტანტები < 5%, სინთეზური დისპერსია ლითონის მარილების გარეშე (TBEP), პოლიეთილენის ცვილები, დამხმარე ნივთიერებები. რომატიზატორები.
рН (კონცენტრატში): დაახლ. 7,5 рН (ხსნარში): დაახლ. 7,5
გამოყენების სფერო
გამოიყენება ხის იატაკების დაცვისა და მოვლისთვის, როგორც ე.წ. “ციკლოვკის” მქონე იატაკებზე, ისე ლაკით დაფარულზე და პარკეტის ფილებზე. პარკეტის ფილის იატაკზე გამოყენება მოითხოვს წინასწარ ტესტირების ჩატარებას პროდუქტის წებვადობის ხარისხზე. არ გამოიყენება ზეთით და ცვილით დაფარულ იატაკებზე
გამოყენება
ახალი წარმოებული ხის იატაკები (ობიექტზე დამცავი საფარის დატანება):
გამყარების პერიოდში (მწარმოებლის რეკომენდაციით 8-14 დღე),
იატაკი შეიძლება გაიწმინდოს მხოლოდ მშრალი წმენდის წესით. Kiehl-Parketto-care-ს გამოყენებამდე იატაკის ზედაპირიდან მტვერი მოაცილეთ ნესტიანი მოპით ან ქსოვილით. მყარად ჩამჯდარი ჭუჭყი მოაცილეთ Kiehl-Parketto-clean-Konzentrat-ში დასველებული ხელსახოცით.
გაცვეთილი იატაკები აუცილებელია მშრალად გაიწმინდოს წინასწარ ერთდისკიანი მანქანის გამოყენებით. ამუშავეთ მანქანა სპირალურად, მოაცილეთ ფორებში ჩამჯდარი ჭუჭყი სუფთა, თანაბრად გლუვი ზედაპირის მიღებამდე. დაბოლოს, ჩაატარეთ სველი წმენდა მტვრის ფენის საბოლოოდ მოცილებისთვის.
დამცავი საფარის დატანება:
ცხიმის, ცვილის ნარჩენების, სილიკონისა და მტვრის არარსებობა იატაკზე უზრუნველყოფს მის საუკეთესო გადაბმას საფარზე და უზადო იერსახეს. გამოყენებამდე ენერგიულად შეანჯღრიეთ კანისტერი. დაასხით იატაკზე დაახლ. 250 მლ. განუზავებელი Kiehl-Parketto-care, სწრაფად და თანაბრად გაანაწილეთ თხელი ფენით დაახლ. 10 მ² ფართობზე ბრტყელი მოპის გამოყენებით. არ დატოვოთ ხარვეზები, გამოიყენეთ “გადახურვის”(სველი სველზე) მეთოდი. იატაკის შთანთქმის უნარიდან გამომდინარე დაიტანეთ 1-2 ფენა ინტერვალით დაახლოებით 90 წუთი. დამცავი ფენა უნდა სრულიად გაშრეს, მხოლოდ მშრალი საფარი ხდება ცვეთამედეგი.
მოვლა ინტერვალებით:
სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად დაამატეთ დაახლ. 250 მლ. Kiehl-Parketto-care 8 ლ ცივ წყალს. საფუძვლიანად დაასველეთ მოპი (ხელსახოცი) სამუშაო ხსნარით და საგულდაგულოდ გაწურეთ. არ დაუშვათ, რომ იატაკზე დარჩეს გუბურები.
სპრეი-ქლინინგი დამცავი საფარის ლოკალური დაზიანებების კორექციისთვის:
განაზავეთ Kiehl-Parketto-care ცივი წყლით თანაფარდობით 1:1. დაიტანეთ ფლაკონი-გამფრქვევის გამოყენებით, მაშინვე დაამუშავეთ სწრაფმავალი ერთდისკიანი მანქანით.
პოლირება
გაშრობის შემდეგ წარმოქმნილი საფარი შეიძლება გამკვრივდეს სწრაფმავალი ერთდისკიანი მანქანის
(დაახლ. 1000 ბრ/წთ) და Multi-Disc-ის დახმარებით, ამასთან იატაკი არ ხდება სრიალა.
მოხმარება 1 მ²
პირველადი დატანება: 25-30 მლ (ერთ ფენაზე) ყოველდღიური დალაგება: 1 მლ
სპრეი-ქლინინგი: 1,5 მლ
მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისთვის!