SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
თვისებები
უნიკალური საშუალება, ახალი მჟავებისა და ჟანგბადის დამშლელი ნაწილაკების ფუძეზე, უზრუნველყოფს სანიტარული ზონების საფუძვლიან დასუფთავებას მათეთრებელი ეფექტით. ამასთან აშორებს უსიამოვნო სუნს და აუმჯებესებს ჰაერის ხარისხს შენობაში. მათეთრებელი ეფექტის წყალობით კი, პროდუქტის რეგულარული გამოყენებისას, ქრება ჩამუქებული ლაქები და ჩაყვითლებული ადგილები. Oxycal განსაკუთრებით შესაფერისია მაღალი მობილობის ადგილებში, როგორებიცაა აეროპორტები და სადგურები.
შემადგენლობა (648/2004/EC-ის შესაბამისად)
არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები < 5%, ორგანული მჟავები, მათეთრებელი ჟანგბადის ფუძეზე, სტაბილიზატორი, არომატიზატორები.
рН (კონცენტრატში): დაახლ. 1,5
გამოყენების სფერო
გამოიყენება მჟავა- და წყალგამძლე საგნების და ზედაპირების გასაწმენდად სანიტარულ ობიექტებში, ასევე ადგილებში, სადაც აუცილებელია ზედაპირებიდან კირქვის ნადების დამზოგავი მოცილება, გათეთრება და უსიამოვნო სუნის გაქრობა, მაგალითად, კედლის და იატაკის კერამიკული ფილები, ნიჟარები, უნიტაზები. ყურადღება! არ დაუშვათ პროდუქტის მოხვედრა პოლიამიდურ ნაკეთობებზე, ემალირებულ ნიჟარებზე და ხელოვნური და ბუნებრივი ქვის ზედაპირებზე (მარმარილო).
გამოყენება
პირველ გამოყენებამდე დარწმუნდით მასალის გამძლეობაში – დაიტანეთ პროდუქტის მცირე რაოდენობა შეუმჩნეველ ადგილას.
ზედაპირების წმენდა / სველი წესით დალაგება:
დაიტანეთ განუზავებელი საშუალება ნამიან ხელსახოცზე ან არააბრაზიულ
ღრუბელზე, დაამუშავეთ ზედაპირი, შემდეგ ჩამორეცხეთ სუფთა წყლით.
შეაფრქვიეთ განუზავებელი საშუალება უნიტაზის კიდეების ქვეშ,
დაამუშავეთ ჯაგრისით და რამდენიმე წუთის შემდეგ გაავლეთ სუფთა წყალი.
ან გამოიყენეთ სამუშაო ხსნარი: 20 მლ საშუალება გახსენით 4 ლ ცივ
წყალში. მიღებული ხსნარით დაამუშავეთ ზედაპირი ღრუბლის/
ხელსახოცის/მოპის გამოყენებით და გაავლეთ სუფთა წყალი.
ღრმა წმენდა/ კალციუმის ნადების მოცილება:
დაიტანეთ პროდუქტი ზედაპირზე განუზავებელი ან სამუშაო ხსნარის 1:5 სახით და დაამუშავეთ, შემდეგ ჩამორეცხეთ სუფთა წყლით.
მწარმოებელი პასუხს არ აგებს პროდუქტის არასწორი გამოყენების შედეგად მიყენებულ ზარალზე.
მოხმარება 1 კვ. მ.
ზედაპირების წმენდა/ სველი წესით დალაგება: 1 – 5 მლ
GHS 07, ყურადღება! (კონცენტრატში);
H 315 იწვევს კანის გაღიზიანებას. H 319 იწვევს თვალის სერიოზულ გაღიზიანებას.
P 280 გამოიყენება დამცავი ხელთათმანები/თვალის დამცავი საშუალებები. P305+P351+P338 თვალში მოხვედრის შემთხვევაში: ფრთხილად დაიბანეთ თვალი სუფთა წყლით. კონტაქტური ლინზების ტარების შემთხვევაში, მოიხსენით ისინი და ისევ ჩამოიბანეთ წყლით. P302+P352 კანზე მოხვედრის შემთხვევაში: ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობის წყლით.. მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისათვის!