SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
დამუშავებული ქვის საფარები იძენენ სარკისებრ ბზინვარებას
დამუშავებული ზედაპირი მდგრადია ცვეთისადმი, არ სრიალებს, ისხლიტავს ჭუჭყს და მარტივია მოვლაში
არ უშლის ხელს ქვის ორთქლგამტარობას
ახასიათებს ძალიან ეკონომიური მოხმარება
გამოყენების სფერო
გამოიყენება პოლირებული ბუნებრივი კირქვის იატაკების კრისტალიზაციისთვის, მაგალითად, კარარის მარმარილო, აშოფენის კირქვა, იურული მარმარილო და ტრავერნიტი. გრანიტზე, კვარციტზე, ქვიშაქვაზე, ფიქალზე და ხელოვნურ ქვაზე გამოყენება არაეფექტურია.
გამოყენება
პირველი გამოყენების წინ შეამოწმეთ დასამუშავებელი მასალა პროდუქტის მიმართ გამძლეობაზე, შეუმჩნეველ ადგილას დატანებით. კრისტალიზაციამდე აუცილებელია უხეში ზედაპირების მექანიკური გზით პოლირება. შეანჯღრიეთ პროდუქტი გამოყენებამდე!
ზედაპირების მომზადება:
გამოყენებამდე უნდა მოხდეს ქვის ზედაპირის ღრმა წმენდა და გაშრობა.
კრისტალიზაცია:
გააფრქვიეთ განუზავებელი პროდუქტი დაახლოებით 1 მ2 ქვის ზედაპირზე და დაუყოვნებლივ დაამუშავეთ როტაციული მანქანით (140-800 ბრ/წთ), გამოიყენეთ Litho-პადი. თუ Litho საფენი დაიწყებს “წასმას”, გადააბრუნეთ ან შეცვალეთ ახლით. ვინაიდან სიპრიალის ეფექტი დამოკიდებულია იატაკის ზედაპირის სტრუქტურაზე, შეიძლება საჭირო გახდეს 2-3-ჯერადი დამუშავება. მოხმარება: 5,0 მლ/მ².
პოლირება:
თანაბარი ბზინვარების მისაღებად, კრისტალიზაციის პროცესის ბოლოს ქვის მთლიანი ზედაპირი დაამუშავეთ გასაპრიალებელი საფენით (წითელი, კრემისფერი ან თეთრი).
გამფრქვევის გამოყენების შემდეგ საგულდაგულოდ გარეცხეთ წყლით საცმი.
მითითება
მწარმოებელი არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქტის არასწორი ან არაკვალიფიციური გამოყენების შედეგად გამოწვეულ ზიანზე. მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისთვის!
შემადგენლობა
ცვილები, ემულგატორები, ჰექსაფტოროსილიკატები, დანამატები.
pH კონცენტრატში: დაახლოებით 2
მარკირება
მარკირება (კონცენტრატში): საშიშია. H314 კანზე ან თვალში მოხვედრისას იწვევს ქიმიურ დამწვრობას. H412 საზიანოა წყლის ორგანიზმებისთვის გრძელვადიანი შედეგებით P280 გამოიყენება ხელთათმანები/სპეცტანსაცმელი/თვალების/სახის დამცავი საშუალებები. P305+P351+P338 თვალში მოხვედრის შემთხვევაში: ფრთხილად ჩამოიბანეთ თვალი წყლთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. მოიხსენით კონტაქტური ლინზები, თუ ატარებთ მათ, და თუ მარტივია ამის გაკეთება. განაგრძეთ თვალის ჩამობანა. P308+P313 ზემოქმედებაზე ეჭვის შემთხვევაში:მიმართთ ექიმს. შეიცავს: Fluorosilicic Acid / PEG-2 Oleamine (INCI)