SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
თვისებები
პოლიურეთანის დისპერსია ლითონის მარილების და პლასტიფიკატორების გარეშე, შრება ლაქის ეფექტით. მყარი ნივთიერებების მაღალი შემცველობა ქმნის ცვეთამდგრად, ადვილად გასუფთავებად დამცავ ფენას. დამცავი ფენის მეორადი მოვლა ხორციელდება მშრალი წმენდის შემდეგ. დამცავი ფენის მოცილება ღრმა სველი წმენდის შედეგად შეუძლებელია.
შემადგენლობა
პოლიმერული დისპერსია, პოლიეთილენის ცვილები, წყალში ხსნადი გამხსნელები,
კონსერვანტები( მეთილიზოთიაზოლინონი, ბენზიზოთიაზოლინონი
рН (კონცენტრატში): დაახლ. 8
გამოყენების სფერო
გამოიყენება ზეთებით (მაგ., Kiehl-Eco-Refresher) ან ჰერმეტიზირებული საშუალებებით დამუშავებული ბუნებრივი ხის იატაკის დასაცავად. ასევე, ელასტიური იატაკებისთვის, რომლებიც ექვემდებარებიან დამცავი საფარის დატანებას. არ არის შესაფერისი გამხსნელების შემცველი ცვილით დამუშავებული ზედაპირებისთვის.
გამოყენება
პირველ გამოყენებამდე შეამოწმეთ დასამუშავებელი მასალა გამძლეობაზე, დაიტანეთ პროდუქტი მცირე რაოდენობით შეუმჩნეველ ადილას. სრულყოფილი შედეგი გარანტირებულია მხოლოდ სუფთა, თავისუფალ და პროფესიონალურად მომზადებულ ზედაპირებზე.
ზედაპირების მომზადება:
პარკეტის იატაკი (ზეთოვანი, ჰერმეტიზირებული, დამცავი საფარის მქონე) პროდუქტის დატანებამდე უნდა გაიწმინდოს მშრალი წესით
ერთდისკიანი მანქანის გამოყენებით (Kiehl-Legno პადი). მოაცილეთ წმენდის პროცესში წარმოქმნილი მტვერი. ახალი ელასტიური იატაკები, რომლებიც ექვემდებარებიან დამცავი საფარის დატანებას, ინტენსიურად უნდა გაიწმინდოს Torvan-Konzentrat-ის გამოყენებით (100 მლ 8 ლ წყალში). დამცავი საფარის მქონე იატაკის ზედაპირებზე აუცილებელია დამუშავდეს ღრმა წმენდის მეთოდით, მაგალითად, Veroclean-ის გამოყენებით (3 ლ 8 ლ წყალზე).
Kiehl-Legnodur-ით უკვე დაფარულ ელასტიურ ზედაპირებზე საჭიროა ჩატარდეს მშრალი წმენდა Kiehl-Legno პადის დახმარებით.
დამცავი საფარის დატანება:
დაასხით იატაკზე დაახლოებით 300 მლ. განუზავებელი Kiehl-Legnodur-brillant და თანაბრად გადაანაწილეთ თხელი ფენით 10 მ² -მდე ფართობის ზედაპირზე ბრტყელი მოპის გამოყენებით. წასმისას არ დატოვოთ მშრალი ადგილები (ზოლები). იატაკის ტექსტურიდან გამომდინარე აუცილებელია 1-2 ფენის დატანება ინტერვალებით 90 წთ. მხოლოდ გამშრალი ფენები ქმნიან ცვეთამდეგ დამცავ საფარს.
სამუშაოების ბოლოს ინვენტარის გასაწმენდი საშუალება – წყალი.
მწარმოებელი პასუხს არ აგებს პროდუქტის არასათანადო ან არაკვალიფიციური გამოყენების შედეგად წარმოქმნილ ზარალზე.
მოხმარება 1 მ²-ზე: დამცავი საფარი: 30 მლ თითოეულ ფენაზე
მოარიდეთ ბავშვებს. არ გამოიყენება გასაფრქვევად. სახეხი სამუშაოებისას გამოიყენეთ მტვრის ფილტრი P2. მოერიდეთ პროდუქტის გამოყენების დროს საკვების, სასმელის მიღებას და მოწევას. თვალებთან ან კანთან კონტაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლით. მუშაობის და შრობის დროს აუცილებელია კარგი ვენტილაცია. სამუშაოს დასრულების შემდეგ ხელსაწყოები გარეცხეთ წყლისა და საპნის გამოყენებით. არ დაუშვათ მოხვედრა კანალიზაციაში, წყლის სისტემასა და ნიადაგში. თხევადი ნარჩენების გადაყრა შეიძლება ძველი ლაქების შეგროვების წერტილებში. შეიცავს: 2-მეთილ-2Н-იზოთიაზოლ-3, 1,2-ბენზიზოთიაზოლ-3 (2Н).