SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
სწრაფმოქმედი აქტიური საწმენდი საშუალება სანიტარული ზონების ყოველდღიური დასუფთავებისთვის, რძემჟავას ფუძეზე
აცილებს კირქვიან ნადებს, ასევე კოსმეტიკის და საპნის ნარჩენებს ნესტიან ადგილებში
ტოვებს სისუფთავის ინტენსიურ სუნს
რეგულარული გამოყენება ხელს უშლის კირქვოვანი ნადების ხელახალ წარმოქმნას
გააჩნია წყლის ამსხლეტი თვისებები
სერთიფიცირებულია ევროპული ეკო-ეტიკეტით
გამოყენების სფერო
გამოიყენება მჟავა- და წყალგამძლე საგნების და ზედაპირების წმენდისთვის სანიტარულ ზონებში. მჟავამგრძნობიარე ზედაპირები, მაგალითად, როგორებიცაა დაზიანებული ქრომირებული საფარი შემრევებზე, ლატუნი, ანოდირებული ალუმინი, პოლიამიდი და მჟავამგრძნობიარე ხელოვნური და ბუნებრივი ქვა შესაძლოა დაზიანდნენ მჟავაშემცველი პროდუქტების გამოყენების შედეგად.
გამოყენება
პირველი გამოყენების წინ შეამოწმეთ მასალა გამძლეობაზე, დაიტანეთ მცირე რაოდენობით პროდუქტი შეუმჩნეველ
ადგილას. 1 დოზა = 40 მლ. აუცილებელია ნაკერების და შემრევის წინასწარი დასველება ცივი წყლით. ჩამობანეთ წყლით ყველა დამუშავებული ზედაპირი.
სამუშაო ხსნარის მომზადება:
ჩაასხით ქაფის გამფრქვევში 500 მლ ცივი წყალი მარკირებამდე და დაამატეთ 1 დოზა კონცენტრატი. გაუკეთეთ ქაფის
გამფრქვევს შესაბამისი დოზირების სისტემა Kiehl (მაგ, DosiStation, DosiJet). გამოყენების სფეროს მიხედვით შეიძლება გამოიყენოთ ქაფის გამფრქვევი ან საცმი.
დაბინძურების ნორმალური ხარისხი
ყოველდღიური დალაგება (ქაფგამფრქვევი):
40 მლ 500 მლ ცივ წყალზე.
დაასველეთ ზედაპირი სამუშაო ხსნარით და დაამუშავეთ ხელსახოცით ან არააბრაზიული ღრუბლით. მოხმარება: 0,4 მლ/მ².
ყოველდღიური დასუფთავება (ნაკადით):
40 მლ 500 მლ ცივ წყალზე.
უნიტაზების წმენდისას შეასხურეთ სამუშაო ხსნარი კიდეების ქვეშ, მიეცით დრო ზემოქმედებისთვის, დაამუშავეთ და
გაავლეთ წყლით. მოხმარება: 0,4 მლ/მ².
ყოველდღიური დასუფთავება (გაწმენდა):
80 მლ 8 ლ ცივ წყალთან.
დაასველეთ ზედაპირი სამუშაო ხსნარით და დაამუშავეთ მოპის დახმარებით. მოხმარება: 0,4 მლ/მ².
უმნიშვნელო დაბინძურების დროს საკმარისია დოზის ნახევარი.
შენიშვნა
მწარმოებელი პასუხს არ აგებს პროდუქტის არასწორი ან არაკვალიფიციური გამოყენების შედეგად მიყენებულ ზარალზე. მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისათვის! სწორი დოზირება ზოგავს ხარჯებს და იცავს გარემოს. ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები მზადდება მცენარეული ნედლეულისგან. შესაფუთი მასალა გადამუშავებადია. მოარიდეთ ყინვას.
შემადგენლობა (648/2004/EC-ის შესაბამისად)
არაიონური სურფაქტანტები 5–15%, ორგანული მჟავები, წყალში ხსნადი გამხსნელები, საღებავები, არომატიზატორები.
მარკირება
მარკირება (კონცენტრატში): საშიშია. H318 თვალში მოხვედრისას იწვევს შეუქცევად შედეგებს. H315 კანზე მოხვედრისას იწვევს გაღიზიანებას. P102 შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. P280 გამოიყენება დამცავი ხელთათამანები/თვალის დამცავი საშუალებები. P302+P352 კანზე მოხვედრის შემთხვევაში: ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობის წყლით. P305+P351+P338 თვალში მოხვედრის შემთხვევაში: ფრთხილად ჩამოიბანეთ თვალი
წყლით რამდენიმე წუთის განმავლობაში. კონტაქტური ლინზების შემთხვევაში მოიხსენით ისინი, განაგრძეთ წყლით ჩამობანა. შეიცავს: Lactic acid (INCI)