SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
ხაზს უსვამს ფერთა გამას იატაკის სახეობიდან გამომდინარე შრობის შემდეგ ქმნის გლუვ ზედაპირს
არ შეიცავს არომატულ ნივთიერებებს
არ შეიცავს მძიმე მეტალებს, გამხსნელებს, ფორმალდეჰიდს და არომატიზატორებს
შრება ჟანგბადის დახმარებით, ორთქლგამტარია ოპტიმალურად ექვემდებარება პოლირებას
ადვილად დაიტანება
გამოყენების სფერო
ნატურალური ხის იატაკების (მაგ., პარკეტი და ხის იატაკი) ზეთით ბაზისური და შემდგომი გაჟღენთვისთვის. არ გამოიყენება ლაკირებულ და დამცავი საფარის მქონე იატაკებზე.
გამოყენება
პირველი გამოყენების წინ დაიტანეთ საშუალება შეუმჩნეველ ადგილას და ამით შეამოწმეთ მასალა გამძლეობაზე. სრულყოფილი შედეგის და გარეგნული იერსახის გარანტია შესაძლებელია მხოლოდ საშუალების დატანებით მშრალ ზედაპირზე. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ საშუალება! იატაკის და პროდუქტის ტემპერატურა უნდა იყოს დიაპაზონში 15-25 °C. პროდუქტის დატანებისა და შრობის პროცესში არ დაუშვათ ორპირი ქარის არსებობა შენობაში. გაშრობის შემდეგ საფუძვლიანად გაანიავეთ შენობა.
ზედაპირის მომზადება:
პარკეტის იატაკი პროდუქტის დატანების წინ გაწმინდეთ მშრალი წმენდის მეთოდით (Kiehl-Legno-Pad). გაწმენდის დროს წარმოქმნილი მტვერი მოაცილეთ.
ბაზისური გაჟღენთვა ზეთით (დამცავი ფენის წარმოქმნა):
დეტალური ინსტრუქცია ხელმისაწვდომია მოთხოვნის შემთხვევაში. მოხმარება: 50,0 მლ/მ².
შემდგომი გაჟღენთვა ზეთით (დამცავი ფენის წარმოქმნა):
ზედაპირის აბსორბციული თვისებებიდან გამომდინარე დაიტანება 1‒2 ფენა ინტერვალით დაახლოებით 120 წთ. ზედაპირების მომზადების შემდეგ დაიტანეთ განზავებული პროდუქტი თხელ ფენად, მაგ, ბრტყელი მოპით. დამუშავებულ იატაკზე სიარული შეიძლება დაახლოებით 2 საათის შემდეგ, დალაგება კი – 48 საათის შემდეგ. მოხმარება: 20,0 მლ/მ².
პოლირება:
გაშრობიდან 24 საათში ზეთოვანი ფენის გამკვრივება და ბზინვარების მინიჭება შესაძლებელია პოლირების
დახმარებით (დაახლ. 400-1000 ბრ/წთ), Multi-Disc პადის გამოყენებით.
სამუშაო იარაღების დასუფთავების საშუალება სამუშაოების ბოლოს: წყალი.
შენიშვნა
მწარმოებელი პასუხს არ აგებს პროდუქტის არასწორი ან არაკვალიფიციური გამოყენების შედეგად მიყენებულ ზარალზე. მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისათვის! მოარიდეთ ყინვას! სწორი დოზირება ამცირებს ხარჯებს და იცავს გარემოს. ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები წარმოებულია მცენარეულ ნებდლეულზე. შესაფუთი მასალა გადამუშავებადია.
შემადგენლობა
არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები < 5%, ცვილები, საშრობი ნივთიერებები, მცენარეული ზეთოვანი კომპონენტები, კონსერვანტები.
pH კონცენტრატში: დაახლ. 8,5