SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
აცილებს ზეთოვან, ცხიმოვან ჭუჭყს და ეტიკეტების ნარჩენებს საყინულე კამერებში, წარმოების პროცესის შეფერხები გარეშე
არ მოითხოვს საკვების ამოღებას ან საყინულის გალღობას
შეიძლება გამოყენება -25 °С ტემპერატურამდე
ახასითებს დაბალი ქაფწარმოქმნა
დამუშავება ერთდისკიანი მანქანით ან ზედაპირის წმენდა გაფრქვევით
არ მოითხოვება ფეთქებადსაწინააღმდეგო მანქანები
გააჩნია შესაბამისობის სერტიფიკატი კვების სექტორში გამოყენებისთვის
გამოყენების სფერო
გამოიყენება სამაცივრე და საყინულე ოთახების წყალგამძლე იატაკებზე, კედლებსა და ზედაპირებზე, მაგალითად, კერამიკულ ფილაზე, უსაფრთხოების ფილაზე, კერამოგრანიტულ ფილაზე და სამრეწველო იატაკზე.
გამოყენება
პირველი გამოყენების წინ შეამოწმეთ დასამუშავებელი მასალის ზედაპირი გამძლეობაზე, დაიტანეთ მცირე მოცულობით შეუმჩნეველ ადგილზე და დააკვირდით. არ დაუშვათ საყინულე კამერაში წყლის მოხვედრა, მათ შორის, სველი ტილოების და მოპების!
ღრმა წმენდა (სველი წმენდა მანქანით):
დაიტანეთ განუზავებელი პროდუქტი იატაკზე და გადაანაწილეთ შესაბამისი მოპით. დაახლოებით 10-15 წუთის ზემოქმედების შემდეგ გაწმინდეთ ერთდისკიანი მანქანით, გამოიყენეთ ზედაპირის საფარის შესაბამისი პადი. წყლის მტვერსასრუტით მოაცილეთ ნარჩენი ხსნარი, მოაცილეთ ზედმეტი ტენიანობა წყლის ტუმბოს ან მშრალი მოპის გამოყენებით. წმენდის შემდეგ აუცილებელია პროდუქტის საგულდაგულო მოშორება. მოხმარება: 250,0‒300,0 მლ/მ².
ინტენსიური წმენდა (ზედაპირების წმენდა):
კედლის ზედაპირების გასაწმენდად დაიტანეთ პროდუქტი გაფრქვევის ან წასმის მეთოდის გამოიყენებით. ზემოქმედებისთვის გააჩერეთ დაახლოებით 5 წუთი. საჭიროების შემთხვევაში გაწმინდეთ პადით, რომელიც არ ტოვებს ნაკაწრებს. ნარჩენი ტენიანობა მოაცილეთ რეზინის აქანდაზით ან ტილოს გამოყენებით. მოხმარება: 100,0‒150,0 მლ/მ².
ზედაპირები და სამზარეულოს ხელსაწყოები, რომლებიც უშუალო კონტაქტშია კვების პროდუქტებთან, კარგად გარეცხეთ სასმელი წყლით ზემოქმედების დროის დასრულების შემდეგ.
მითითება
მწარმოებელი არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქტის არასწორი ან არაკვალიფიციური გამოყენების შედეგად გამოწვეულ ზიანზე. მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისთვის!
შემადგენლობა (შესაბამისობაშია 648/2004/ЕС)
არაიონური სურფაქტანტები <5%, წყალში ხსნადი გამხსნელები, საღებავები.
pH კონცენტრატში: დაახლოებით 8