SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
თვისებები
მაღალეფექტიანი ტუტე გამწმენდი საშუალება ქაფწარმოქმნის დაბალი მაჩვენებლით და ანტიკოროზიული ეფექტით. აცილებს და ხსნის სამრეწველო ობიექტებისთვის დამახასიათბელ ტიპიურ ლაქებს – მანქანის ზეთი, ცხიმი, გრაფიტი, ძველი, მყარი ნარჩენები, ჭვარტლის და აირების ნადები. შეესაბამება ნორმებს ÖNORM B 5105, თავი 7.2.
შემადგენლობა (648/2004/EC-ის შესაბამისად)
ანიონური სურფაქტანტები < 5, ნეინოგენური სურფაქტანტები < 5%, ფოსფონის მჟავას მარილები < 5%, წყალში ხსნარი გამხსნეები, კოროზიის ინჰიბიტორები, ტუტეები, მღებავი ნივთიერებები.
рН კონცენტრატში:13 рН ხსნარში: 11,5
გამოყენების სფერო
გამოიყენება ნებისმიერი ტუტე- და წყალგამძლე საგნის და ზედაპირის წმენდისთვის სამრეწველო ობიექტებსა და სახელოსნოებში. მაგალითად, ბეტონის იატაკები, კედლის და იატაკის ფილები, მეტროპოლიტენში და სხვა. გარდა ამისა, Dopomat-forte საუკეთსოდ ასუფთავებს ნაგვის ურნებს და კონტეინერებს. არ გამოიყენება ლინოლეუმზე, რეზინზე, ალუმინზე და დამცავი საფარის მქონე იატაკებზე.
გამოყენება
პირველი გამოყენების წინ რეკომენდებულია შემოწმდეს დასამუშავებელი მასალა პროდუქტის მგრძნობელობაზე, შეუმჩნეველ, მცირე ნაწილზე დატანებით.
ყოველდღიური დასუფთავება (სველი, მექანიკური):
100 მლ 10 ლ ცივ წყალზე
დასუფთავება მაღალი წნევის აპარატით:
200 მლ 10 ცივ წყალზე
ღრმა წმენდა:
1 ლ 10 ლ ცივ წყალზე.
მწარმოებელი პასუხს არ აგებს პროდუქტის არასწორი ან არაკვალიფიციური გამოყენების შედეგად მიყენებულ ზარალზე.
მოხმარება 1 მ²-ზე
სველი მექანიკური წმენდა: 1 მლ
მაღალი წნევის აპარატით წმენდა: 8 მლ
ღრმა წმენდა: 40 მლ
⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯
GHS 05, საშიშროება (კონცენტრატში); H314 იწვევს კანის დამწვრობას და თვალის დაზიანებას. P280 გამოიყენება დამცავი ხელთათმანები/ტანსაცმელი/თვალის/სახის დამცავის საშუალებები. P305/351/338 თვალში მოხვედრის შემთხვევაში: ჩამოიბანეთ თვალი წყლით რამდენიმე წუთის განმავლობაში. კონტაქტური ლინზების გამოყენების შემთხვევაში, მოიხსენით ისინი. გააგრძელეთ თვალის წლით ჩამობანა. P308/313 ზემოქმედების შემთხვევაში: მიმართეთ ექიმს. შეიცავს: Sodium Hydroxide (INCI).