SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
მაღალი ხარისხის სარეცხი სითხე ჭურჭლის და სამზარეულო ინვენტარის
ხელით რეცხვისთვის
აქრობს ყველა სახის ჭუჭყს
შესანიშნავად აცილებს ცხიმის ნადებს
დამზოგველია დასამუშავებელი მასალის მიმართ
PH-ნეიტრალური საშუალება
ძალიან ეკონომიურია გამოყენებაში
უსაფრთხოა საკვები პროდუქტებისთვის
არომატიზატორებისა და საღებავების გარეშე
მინიჭებული აქვს ევროპული და ავსტრიული ეკო-ეტიკეტი
გამოყენების სფერო
ჭურჭლის, მაგ: თეფშების, ჭიქების, ქვაბების, ტაფების, დანა-ჩანგალის და სამზარეულო მოწყობილობების
რეცხვა.
გამოყენება
პირველი გამოყენების წინ რეკომენდებულია შემოწმდეს დასამუშავებელი მასალა პროდუქტის მგრძნობელობაზე, შეუმჩნეველ, მცირე ნაწილზე დატანებით.
ჭურჭლის ხელით რეცხვა:
5 ლ თბილ წყალს დაუმატეთ 2,5 მლ (დაახლ. 1 გაფრქვევა) სარეცხი საშუალება და გარეცხეთ სამზარეულოს ინვენტარი ჯაგრისით ან სარეცხი ღრუბლით. მყარად ჩამჯდარი ჭუჭყის შემთხვევაში ჩაალბეთ ჭურჭელი ცოტა ხნით. და ბოლოს, გაავლეთ წყალი და დატოვეთ გასაშრობად. ხელის დოზატორის გამოყენების შემთხვევაში, დაამატეთ ერთი გაფრქვევა (30 მლ) 60 ლ თბილ წყალს. გააორმაგეთ დოზა ძლიერ დაბინძურებული ჭურჭლის შემთხვევაში. მოხმარება: 0,5‒1,0 მლ/ლ.
ზედაპირი და სამზარეულო ინვენტარი, რომლებიც უშუალოდ კონტაქტშია საკვებ პროდუქტებთან, დამუშავების შემდეგ გულდასმით უნდა გაირეცხოს სასმელი წყლით.
შენიშვნა
მწარმოებელი პასუხს არ აგებს პროდუქტის არასწორი ან არაკვალიფიციური გამოყენების შედეგად მიყენებულ ზარალზე. მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისათვის! სწორი დოზირება ზოგავს ხარჯებს და იცავს გარემოს. არ გარეცხოთ გამდინარე წყალში, არამედ მოათავსეთ ჭურჭელი სამუშაო სითხეში და გამოიყენეთ რეკომენდებული დოზები. სწორი დოზირებით და ყველაზე დაბალი რეკომენდებული ტემპერატურის გამოყენებით შესაძლებელია წყლის დაბინძურების შემცირება და ელექტრო ენერგიის და წყლის დაზოგვა. ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები მზადდება მცენარეული ნედლეულისგან. შესაფუთი მასალა გადამუშავებადია.
შემადგენლობა (648/2004/EC-ის შესაბამისად)
არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები 5-15%, ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები 5-15%, ამფოტერული სურფაქტანტები <5%, დანამატები, კონსერვანტები (ფენოქსიეთანოლი).
pH კონცენტრატში: დაახლ. 7 pH სამუშაო ხსნარში: დაახლ. 7