SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
სწრაფად მოქმედი ტუტე სადეზინფექციო საშუალება
სერტიფიცირებულია რეკომენდაციებით VAH (გერმანიის გამოყენებითი ჰიგიენის ასოციაცია) და ევროპული სტანდარტებით EN
ხსნის ყოველდღიურად წარმოქმნილ კირქვოვან ნალექს და საპნის კვალს, ასევე ზეთოვან და ცხიმოვან ჭუჭყს ქმნის ზედაპირების წყალ და ჭუჭყგაუმტარ დამცავ საფარს
დამზოგველი მასალა
ტოვებს სისუფთავის ინტენსიურ სურნელს
აკმაყოფილებს მწარმოებლის რეკომენდაციებს შემრევების წმენდის თაობაზე
გამოყენების სფერო
იგი გამოიყენება წყალგაუმტარი ზედაპირების და საგნების დასუფთავებისთვის სანიტარიულ ზონებში .
გამოყენება
პირველი გამოყენების წინ შეამოწმეთ დასამუშავებელი მასალა გამძლეობაზე. დაიტანეთ მცირე რაოდენობით პროდუქტი შეუმჩნეველ ადგილას.
1 დოზა = 30 მლ.
სამუშაო ხსნარის მომზადება:
ჩაასხით ქაფგამფრქვევში ნიშნულამდე 500 მლ ცივი წყალი და დაუმატეთ 1 დოზა კონცენტრატი 1-ლიტრიანი ბოთლიდან ან დიზირებადი სისტემის დახმარებით (მაგ., DosiExpress). გამოიყენეთ 2 და 5 ლიტრიანი კონტეინერი შესაბამისი დოზირებადი-გამანაწილებელი სისიტემით Kiehl (მაგ., DosiStation, Arcantec, DosiJet).
სადეზინფექციო წმენდა:
ზედაპირი მთლიანად დაასველეთ მადეზინფიცირებელი ხსნარით (დაახლოებით 15–20 მლ/მ²) და დაამუშავეთ საწმენდი ქსოვილით ან საწმენდი დანადგარით. მოხმარება: 15,0‒20,0 მლ მზა ხსნარი.
გამოიყენეთ მხოლოდ ბოთლი ქაფწარმომქმნელი გამფრქვევით.
შენიშვნა
მწარმოებელი პასუხს არ აგებს პროდუქტის არასწორი ან არაკვალიფიციური გამოყენების შედეგად მიყენებულ ზარალზე. მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისათვის! ბიოციდური პროდუქტები გამოიყენება სიფრთხილით! გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ეტიკეტს და ინფორმაციას პროდუქტის შესახებ.
შემადგენლობა (648/2004/EC-ის შესაბამისად)
არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები 5–15 %, ჰიდროფილური გამხსნელები, ბიოციდები, მღებავი ნივთიერებები, არომატიზატორები (Linalool, Limonene, Benzylsalicylate).
pH კონცენტრატში: დაახლ. 10 pH სამუშაო ხსნარში: დაახლ. 9,5
აქტიური ნივთიერებები 100 გრამში:
4,0 გ დიდცილ დიმეთილამონიუმის ქლორიდი (CAS: 7173-51-5), 6,0 გ N- (3-ამინოპროპილ) -N-დოდეცილპროპან-1,3-დიამინი (CAS: 2372-82-9).
მარკირება
მარკირება (კონცენტრატში): საშიში. H314 კანზე და თვალში მოხვედრისას იწვევს ქიმიურ დამწვრობას. H400 ძალიან ტოქსიკურია წყლის ორგანიზმებისთვის. H411 ტოქსიკურია წყლის ორგანიზმებისთვის გრძელვადიანი შედეგებით. P273 მოარიდეთ გარემოში მოხვედრას. P280 გამოიყენეთ ხელთათმანები/სპეციალური ტანსაცმელი/თვალის და სახის დამცავი საშუალებები. P305+P351+P338 თვალში მოხვედრისას : ფრთხილად ჩამოიბანეთ თვალი წყლით რამდენიმე წუთის განმავლობაში. მოიხსენით კონტაქტური ლინზები ტარების შემთხვევაში. განაგრძეთ თვალის ჩამობანა წყლით. შეიცავს: Didecyldimonium chloride / Laurylamine Dipropylenediamine (INCI)
წარმოებულია გერმანიაში