SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
ზედაპირების გამწმედნი და სადეზინფექციო საშუალება სერტიფიცირებულია
ევროპული სტანდარტით EN და შეტანილია რეესტრში VAH/IHO
ეფექტიანია SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ
არ შეიცავს ალდეჰიდებს, ფენოლებსა და ორგანომეტალურ აქტიურ ნივთიერებებს აქტიური საწმენდი საშუალება ნეიტრალური არომატით
ეფექტურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების (სალმონელა და ლისტერიას ჩათვლით), საფუარისა და გარსიანი ვირუსების წინააღმდეგ (აივ, B ჰეპატიტის ვირუსი, C ჰეპატიტის ვირუსი)
გამოიყენება აკრილის მინის დეზინფექციისთვის
აქვს შესაბამისობის სერთიფიკატი კვების სექტორში გამოყენებისათვის
გამოყენების სფერო
წყალგაუმტარი კედლების, იატაკების, ჭერისა და ავეჯის დასუფთავებისა და დეზინფექციისთვის იმ ადგილებში, სადაც ჰიგიენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გამოყენება ასევე დამცავი ფენის მქონე იატაკის გასაწმენდად.
გამოყენება
პირველი გამოყენების წინ რეკომენდებულია შემოწმდეს დასამუშავებელი მასალა პროდუქტის მგრძნობელობაზე
შეუმჩნეველ, მცირე ნაწილზე დატანებით.1 დოზა = 25 მლ.
სამუშაო ხსნარის მომზადება:
ხსნარისთვის ყოველთვის გამოიყენება ცივი წყალი! დოზირება იხ ცხრილში. გამოიყენეთ 2 და 5 ლიტრიანი კონტეინერები შესაფერისი Kiehl დოზირების სისტემით (მაგ. DosiStation, Arcantec, DosiJet).
სადეზინფექციო წმენდა:
დაასველეთ ზედაპირი სადეზინფექციო ხსნარით (დაახლ. 15-20 მლ / მ²) და გაწმინდეთ საწმენდი ქსოვილით ან საწმენდი მოწყობილობით. მოხმარება: 0,1 მლ / მ².
ზედაპირები და სამზარეულოს ჭურჭელი, რომლებიც უშუალო კავშირშია საკვებთან, დამატებით უნდა გაირეცხოს სასმელი წყლით.
შენიშვნა
მწარმოებელი პასუხს არ აგებს პროდუქტის არასწორი ან არაკვალიფიციური გამოყენების შედეგად მიყენებულ ზარალზე. მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისათვის! ბიოციდური პროდუქტები გამოიყენება სიფრთხილით! გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ეტიკეტს და ინფორმაციას პროდუქტის შესახებ.
შემადგენლობა (648/2004/EC-ის შესაბამისად)
არაიონური სურფაქტანტები 5–15%, წყალში ხსნადი გამხსნელები, ბიოციდები.
pH კონცენტრატში: 9,5
აქტიური ნივთიერებები 100 გრამში:
10,0 გ დიდცილ დიმეთილამონიუმის ქლორიდი (CAS: 7173-51-5), 11,0 გ N- (3-ამინოპროპილ) -N-დოდეცილპროპან-1,3-დიამინი (CAS: 2372-82-9), 14,5 გ ფენოქსიეთანოლი (CAS: 122-99-6).