SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
თვისებები
ტაბლეტირებული საწმენდი საშუალება გამოიყენება ყავის ზეთის, ყავის ცხიმის, ტანინების და ყავის ნარჩენების მოსაცილებლად ყავის აპარატებსა და თერმოსებში. პროდუქტის რეგულარული გამოყენება ხელს უშლის ჭუჭყის დაგროვებას, ხელს უწყობს აპარატის კარგ მუშაობას და აუმჯიბესებს ყავის ხარისხს. პროდუქტის შემადგენლობა მასალადამზოგველია, არ შეიცავს არომატიზატორებს და მღებავ ნივთიერებებს.
შემადგენლობა (648/2004/EC-ის შესაბამისად)
ჟანგბადის მათეთრებელი >30%, ფოსფატები 15-30%, არაიონური სურფაქტანტები < 5%, ფოსფონის მჟავები < 5%
рH (1% წყალხსნარში): დაახლ.10
გამოყენების სფერო
პროდუქტი განკუთვნილია ყავის აპარატების, ყავის ავტომატების, ესპრესოს აპარატების, ასევე ყავისა და ჩაის თერმოსების შემდეგი ბრენდებისთვის: WMF, Saeco, DeLonghi, AEG, Melitta, Bosch, Franke, Jura, Krups, Miele, Siemens, Solis და სხვა.
გაითვალისწინეთ მანქანის მწარმოებლის ინსტრუქციები დასუფთავებასთან დაკავშირებით. კვალიფიციურად გამოყენებული ტაბლეტები Coffexa-clean-Tab2 შესაფერისია ყველა სტანდარტული ყავისა და ესპრესო აპარატებისთვის. არ გამოიყენოთ ტუტემგრძნობიარე ზედაპირებზე და მანქანის კომპონენტებზე.
გამოყენება
დასუფთავების პროცედურის დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მანქანის მწარმოებლის მითითებები და მოთხოვნები გაწმენდის შესახებ, რამდენად ხშირად უნდა ჩატარდეს იგი. გაწმენდის შემდეგ გაავლეთ მანქანის ნაწილები სუფთა წყლით. ყოველდღიური გაწმენდა ხელს შეუშლის ყავის ზეთების დაგროვებას, ზეთის მძაფრი სუნი უარყოფითად მოქმედებს ყავის არომატზე.
ჩაის და ყავის თერმოსების წმენდა: შეავსეთ თერმოსის კოლბა ცხელი წყლით, ჩადეთ მასში ერთი ტაბლეტი, გააჩერეთ ზემოქმედებისთვის 30 წუთი და შემდეგ გაავლეთ თერმოსი სასმელი წყლით.
მოხმარება
დამოკიდებულია ობიექტის სპეციფიურობაზე და დანადგარის მწარმოებლის რეკომენდაციებზე. მოხმარების საშუალო ნორმა, როგორც წესი, არის ერთი ტაბლეტი ერთ გაწმენდაზე.
GHS 05, საშიშია (კონცენტრატში);
H318 თვალში მოხვედრის შემთხვევაში იწვევს შეუქცევად შედეგებს. P101 თუ საჭიროა სამედიცინო რჩევა: თან იქონიეთ კონტეინერი პროდუქტით ან ეტიკეტი. P280 გამოიყენეთ თვალის დამცავი საშუალებები. PP305+P351+P338 თვალში მოხვედრის შემთხვევაში: ფრთხილად ჩამოიბანეთ თვალი წყლით რამდენიმე წუთის განმავლობაში. ლინზების ტარების შემთხვევაში, მოიხსენით ისისნი და განაგრძეთ თვალის ჩამობანა. P337+P313 თუ თვალის გაღიზიანება არ ქრება: მიმართეთ სამედიცინო დახმარებას/კონსულტაციას.
შეიცავს: Sodium Carbonate Peroxide (INCI).
მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისთვის!