SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
აქტიური საწმენდი საშუალება სანიტარული ზონებისთვის
მჟავების ეკოლოგიურად მოწინავე ტექნოლოგია
აშორებს კირქვოვან დაბინძურებას, ასევე კოსმეტიკისა და საპნის ნარჩენებს მაღალი ტენიანობის ზონებში
გამოყენებისას ტოვებს სისუფთავის ინტენსიურ სურნელს
სერტიფიცირებულია ევროპული ხარისხის ეკო-ეტიკეტით
გამოყენების სფერო
გამოიყენება მჟავა და წყალგამძლე ზედაპირებისა და საგნების წმენდისთვის სანიტარულ ზონებში. მჟავისადმი მგრძნობიარე ზედაპირები, როგორიცაა ონკანებზე ქრომირებული საფარი, თითბერი, ანოდირებული ალუმინი, პოლიამიდი და მჟავა მგრძნობიარე ბუნებრივი და ხელოვნური ქვა შეიძლება დაზიანდეს მჟავაშემცველი საშუალებებით.
გამოყენება
პირველი გამოყენების წინ შეამოწმეთ დასამუშავებელი მასალის ზედაპირი გამძლეობაზე. აუცილებელია შემრევების და ნაკერების წინასწარი დასველება ცივი წყლით. დამუშავებული ზედაპირების გავლება ცივი წყლით სავალდებულოა.
ყოველდღიური ან ხშირი წმენდისას
ყოველდღიური წმენდა (ზედაპირების წმენდა):
პროდუქტი გამოიყენება განზავებულ მდგომარეობაში: 10 მლ-მდე 4 ლ ცივ წყალზე.
ყოველდღიური წმენდა (გაწმენდა):
პროდუქტი გამოიყენება განზავებულ მდგომარეობაში: 20 მლ-მდე 8 ლ ცივ წყალზე.
დასუფთავების უფრო ხანგრძლივი ინტერვალები
ყოველდღიური წმენდა (ზედაპირების წმენდა):
დაბინძურების ზომიერი დონე – 5 % ცივ წყალში. მოხმარება: 1,0 მლ/მ².
დაბინძურების უმნიშვნელო დონე
გამოიყენება განზავებული სახით: 10 მლ-მდე 4 ლ ცივ წყალზე.
ყოველდღიური წმენდა (გაწმენდა):
დაბინძურების ზომიერი დონე – 5 % ცივ წყალში. მოხმარება: 1,4 მლ/მ².
დაბინძურების უმნიშვნელო დონე
პროდუქტი გამოიყენება განზავებულ მდგომარეობაში: 20 მლ 8 ლ ცივ წყალში.
ინტენსიური წმენდა (უნიტაზი):
უნიტაზებისა და ტუალეტის თასების წმენდისას შეასხურეთ განუზავებელი პროდუქტი კიდეების ქვეშ, ზემოქმედებისთვის გააჩერეთ მცირე ხნით, დაამუშავეთ და გაავლეთ ცივი წყალი. მოხმარება: 5.0 მლ/მ².
ბოთლის შევსება შესაძლებელია კანისტრიდან.
მითითება
მწარმოებელი არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქტის არასწორი ან არაკვალიფიციური გამოყენების შედეგად გამოწვეულ ზიანზე. მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისთვის! სწორი დოზირება ზოგავს ხარჯებს და იცავს გარემოს. შეფუთვის მასალა გადამუშავებადია.
შემადგენლობა (შესაბამისობაშია 648/2004/ЕС)
არაიონური სურფაქტანტები < 5%, ორგანული მჟავები, წყალში ხსნადი გამხსნელები, საღებავები, არომატიზატორები.
pH კონცენტრატში: დაახლოებით 1 pH სამუშაო ხსნარში: დაახლოებით 4
მარკირება
მარკირება (კონცენტრატში): საშიშია. H314 კანზე ან თვალში მოხვედრისას იწვევს ქიმიურ დამწვრობას. P280 გამოიყენება ხელთათმანები/სპეცტანსაცმელი/თვალების/სახის დამცავი საშუალებები. P305+P351+P338 თვალში მოხვედრის შემთხვევაში: ფრთხილად ჩამოიბანეთ თვალი წყლთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. მოიხსენით კონტაქტური ლინზები, თუ ატარებთ მათ, და თუ მარტივია ამის გაკეთება. განაგრძეთ თვალის ჩამობანა. P308+P313 ზემოქმედებაზე ეჭვის შემთხვევაში: მიმართთ ექიმს. შეიცავს: Methanesulphonic Acid (INCI)