SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
ინარჩუნებს ზედაპირის პირვანდელ ბზინვარებას
მიკროდამცავი ფენა შრება ზოლების გარეშე
გამოირჩევა განსაკუთრებული მდგრადობით, ჭუჭყის ამსხლეტი და სრიალის საწინააღმდეგო თვისებებით; არ შორდება სველი წმენდისას
სერტიფიცირებულია სტანდარტით DIN 18032
სრიალის ხახუნის კოეფიციენტი 0.4-დან 0.6 μ-მდე
სერთიფიცირებულია ევროპული ხარისხის ეკო-ეტიკეტით, არ ექვემდებარება CLP ეტიკეტირებას
არ ხდება მიკროდამცავი ფენის გადაჭარბებული დატანება, ვინაიდან წმენდის დროს ადგილი აქვს დამცავი ნივთიერებების ჩანაცვლებას
გამოყენების სფერო
გამოიყენება წყალგაუმტარი, მყარი და ელასტიური იატაკის საფარის გასაწმენდად, როგორებიცაა PVC, ლინოლეუმი, რეზინი, ბუნებრივი და ხელოვნური ქვა. ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას დამცავი ფენის მქონე ზედაპირების გასაწმენდად. შეეფერება სიარულის უსაფრთხოების მაღალი მოთხოვნების მქონე ტერიტორიებს, როგორებიცაა სპორტული დარბაზები და ხანდაზმულთა სახლები.
გამოყენება
პირველი გამოყენების წინ შეამოწმეთ დასამუშავებელი მასალის ზედაპირი გამძლეობაზე. დაიტანეთ პროდუქტი მცირე მოცულობით შეუმჩნეველ ადგილას და დაელოდეთ რამდენიმე წუთი.
დაბინძურების ზომიერი დონე
ყოველდღიური დასუფთავება (წმენდა):
20 მლ 8 ლ ცივ წყალზე. მოხმარება: 0,1 მლ/მ².
ყოველდღიური დასუფთავება (სველი წმენდა მანქანით):
20 მლ 8 ლ ცივ წყალზე. მოხმარება: 0,2 მლ/მ².
პოლირება:
პოლირების პერიოდულად ჩატარებისას (დაახლოებით 1000 ბრ/წთ), დამცავი კომპონენტები მჭიდროვდება, გამტარიანობის კვალი აღმოიფხვრება და იზრდება ცვეთისადმი წინააღმდეგობა.
უმნიშვნელო დაბინძურებისას საკმარისია დოზის ნახევარი. ბოთლის შევსება შესაძლებელია კანისტრიდან.
მითითება
მწარმოებელი არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქტის არასწორი ან არაკვალიფიციური გამოყენების შედეგად გამოწვეულ ზიანზე. მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისთვის! სწორი დოზირება ზოგავს ხარჯებს და იცავს გარემოს.ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები წარმოებულია მცენარეული ნედლეულისგან. შეფუთვის მასალა გადამუშავებადია.
შემადგენლობა (შესაბამისობაშია 648/2004/ЕС)
არაიონური სურფაქტანტები 5-15%, მოვლის საშუალებები, წყალში ხსნადი გამხსნელები, საკვები საღებავები, არომატიზატორები, კონსერვანტები (Phenoxyethanol).
pH კონცენტრატში: დაახლოებით 8 pH სამუშაო ხსნარში: დაახლოებით 7,5