SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
სწრაფმოქმედი მადეზინფიცირებელი გამწმენდი საშუალება სამზარეულოსთვის ტუტე ბალანსით
აცილებს ცხიმებს, ცილებს და ზეთოვან ლაქებს
არ შეიცავს არომატულ დანამატებს
მადეზინფიცირებელი მოქმედება დადასტურებულია ევროპული სტანდარტებით EN
ეფექტურია სალმონელას, ლისტერიას და ნოროვირუსების წინააღმდეგ
შეტანილია სადეზინფექციო საშუალებების ნუსხაში IHO
აკმაყოფილებს ევროპული სტანდარტების მოთხოვნებს EN 1276, EN 1650, EN 13697, EN 14476 და EN 16777
გააჩნია შესაბამისობის სერთიფიკატი კვების სექტორში გამოყენებისათვის
გამოყენების სფერო
წყალგაუმტარი და ტუტეგამძლე კედლების, იატაკებისა და სამუშაო ზედაპირების დასუფთავებისა და დეზინფექციისთვის იმ ადგილებში, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰიგიენა. არ გამოიყენება ტუტეების მიმართ მგრძნობიარე ზედაპირების დასუფთავებისთვის.
გამოყენება
პირველი გამოყენების წინ რეკომენდებულია შემოწმდეს დასამუშავებელი მასალა პროდუქტის მგრძნობელობაზე,
შეუმჩნეველ, მცირე ნაწილზე დატანებით.1 დოზა = 25 მლ.
სამუშაო ხსნარის დამზადება:
ხსნარისთვის გამოიყენება მხოლოდ ცივი წყალი! დოზირებ იხ. ცხრილში. ჩაასხით 500 მლ ქაფგამფრქვევში ცივი წყალი მარკირებამდე და დაამატეთ 1 ლიტრიანი ბოთლიდან კონცენტრატის ერთი დოზა.
სადეზინფექციო წმენდა:
დაასველეთ ზედაპირი სადეზინფექციო ხსნარით (დაახლ. 15-20 მლ / მ²) და დაამუშავეთ საწმენდი ქსოვილით ან საწმენდი მოწყობილობით. მოხმარება: 0,1 მლ / მ².
ის ზედაპირები და ჭურჭელი, რომელიც უშუალო კონტაქტში იმყოფება საკვებ პროდუქტებთან, ზედმიწევნით კარგად უნდა გაირეცხოს წყლით. ცილოვანი და ცხიმოვანი ნადების არსებობის შემთხვევაში, დაიტანეთ ცივი სამუშაო ხსნარი ზედაპირზე, მიეცით დრო ზემოქმედებისთვის. იატაკების დამუშავებისას დაამატეთ ცხელი წყალი საწმენდი მოწყობილობის ავზიდან.
აქტიური ნივთიერებები 100 გრამში:
2,4 გ დიდცილ დიმეთილამონიუმის ქლორიდი (CAS: 7173-51-5), 1,9 გ ალკილდიმეთილბენზილამონიუმის ქლორიდი (CAS: 68391-01-5).
მარკირება
მარკირება (კონცენტრატში): საშიშია. H314 კანზე და თვალში მოხვედრისას იწვევს ქიმიურ დამწვრობას. H400 ძალიან ტოქსიურია წყლის ორგანიზმებისთვის. H412 საზიანოა წყლის ორგანიზმებისთვის ხანგრძლივი ეფექტით. P273 მოერიდეთ გარემოში გათავისუფლებას. P280 გამოიყენება ხელთათმანები/სპეც ტანსაცმელი/თვალის/სახის დამცავი საშუალებები. P305+P351+P338 თვალში მოხვედრისას: ჩამოიბანეთ წყლით რამდენიმე წუთის განმავლობაში. მოიხსენით ლინზები თუ ატარებთ, გააგრძელეთ წყლით გავლება. P308+P313 ПРИ ზემომედებაზე ეჭვის შემთხვევაში: მიმართეთ ექიმს. შეიცავს: კალიუმის სილიკატი / ბენზალკონიუმის ქლორიდი (INCI)