SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
თვისებები
Kiehl-Basic-Oil – ზეთი დამზადებულია განახლებადი ბუნებრივი რესურსებისაგან. ზეთი ხაზს უსვამს და აცოცხლებს იატაკის ზედაპირის ფერთა გამას და სტრუქტურას, ადვილად ვრცელდება ზედაპირზე და ავსებს ფორებს. მყარდება ჰაერზე და არ შეიცავს არომატიზატორებს, გაჟღენთილი ფენა კი გამტარია წყლის ორთქლისათვის.
შემადგენლობა
ბუნებრივი ზეთები და ფისები, წყალში ხსნადი გამხსნელები, საშრობი საშუალებები.
გამოყენების სფეროები
გამოიყენება ბუნებრივი და ხელოვნური ქვის იატაკის პირველადი და მეორადი გაჟღენთვისთვის, მაგალითად, ქილოლიტი და ტერაკოტა იატაკის საფარი.
გამოყენება
რეკომენდირებულია პირველი გამოყენების წინ შემოწმდეს იატაკის საღებავის გამძლეობა შეუმჩნეველ ადგილას. დარწმუნდით, რომ ზედაპირი მომზადებულია შესაბამისი წესით – გაწმენდილია ჭუჭყისგან და გამშრალია, არ ადევს ცვილი, სილიკონი და მტვერი. ტემპერატურა უნდა იყოს 15°C – 25°C ფარგლებში. ოთახი კარგად უნდა ნიავდებოდეს გაშრობის დროს. გამყარების ფაზის დროს შესაძლოა სელის ზეთის სუნის გამოყოფა.
შეანჯღრიეთ კანისტრი გამოყენების წინ!
პირველადი და მეორადი გაჟღენთვა: დაასხით იატაკზე დაახლოებით 800 მლ Kiehl-Basic-Oil და თანაბრად გადაანაწილეთ თხელი ფენით Waxer ან Kiehl გორგოლაჭით. Kiehl-Basic-Oil-ის შთანთქმის დრო დაახლოებით არის 30 წთ. წარმოქმნილ მშრალ “კუნძულებზე” გადაანაწილეთ ზეთი მიმდებარე ტერიტორიიდან, საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ Kiehl-Basic-Oil. აქანდაზით შეაგროვეთ ზეთი, რომელიც არ შეიწოვება ხეში 30 წუთის განმავლობაში. ზედაპირზე დარჩენილი ზეთის უთხელესი ფენები მოაცილეთ ერთდისკიანი მანქანით თეთრი პადის გამოყენებით. შეზეთვისას გადააბრუნეთ პადი ან შეცვალეთ სუფთა პადით, საშუალოდ ერთი პადი (ორივე მხრიდან) საკმარისია 10 მ²-ზე. საშუალო მოხმარება 10 მ2 = 1 პადი (ორივე მხარე). გამოიყენეთ გამაფრთხილებელი ეტიკეტი. შრობის 2-12 საათის შემდეგ რეკომენდირებულია იატაკის ხელახალი გაპრიალება Kiehl Finish პადით. პირველადი გაჟღენთვა: დატვირთვა და გაწმენდა 3 დღის შემდეგ. მეორადი გაჟღენთვა: დატვირთვა და გაწმენდა 1 დღის შემდეგ.
სპრეი ქლინინგი: სუფთა Kiehl-Basic-Oil ჩაასხით გამფრქვევში. გააფრქვიეთ ზედაპირზე და დაამუშავეთ ერთდისკიანი მანქანით (დაახლოებით 150 ბრუნი წუთში). დატვირთვა და გაწმენდა შეიძლება ერთი დღის შემდეგ. ინვენტარის საწმენდი საშუალება სამუშაოს დასრულების შემდეგ: Kiehl-Wax-Ex. მუშაობის შემდეგ გახსნილი კონტეინერები მჭიდროდ უნდა დაიხუროს. მწარმოებელი არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქტის არასწორი გამოყენების შედეგად გამოწვეულ ზიანზე.
გაფრთხილება: ჰაერზე შრობადი ზეთებით გაჟღენთილი ხის მტვერი, პადები, მოპები და სხვა ტექსტილის ნაწარმი შეიძლება აალდეს. ამიტომ დაასველეთ სამუშაო მასალა წყლით და შეინახეთ ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში. უტილიზაციის შემთხვევაში სავალდებულოა ნარჩენების უტილიზაციის ადგილობრივი წესების დაცვა.
მოხმარება 1 მ2
პირველადი გაჟღენთვა: 80–120 მლ, დამოკიდებულია იატაკის შთამნთქმელობაზე
მეორადი გაჟღენთვა: 20–40 მლ დამოკიდებულია იატაკის შთამნთქმელობაზე (შრობის დრო დაახლოებით 1 დღე).
სპრეი ქლინინგი: 10–20 მლ, დამოკიდებულია იატაკის შთამნთქმელობაზე (შრობის დრო დაახლოებით 1 დღე).