SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
მზა აქტიური გამწმენდი საშუალება სანიტარული ზონების ყოველდღიური დასუფთავებისთვის
მჟავების ეკოლოგიურად მოწინავე კომბინაცია
აშორებს კირქვის, ნადების, შარდის ქვისა და საპნის ნარჩენებს
ტოვებს სისუფთავის ინტენსიურ არომატს
დაიტანება სფეციალური ქაფწარმომქმნელი გამფრქვევის მეშვეობით უხვი ქაფი ამცირებს პროდუქტის ხარჯვას
სერთიფიცირებულია ევროპული და ავსტრიული ეკო-ეტიკეტით
გამოყენების სფერო
გამოიყენება მჟავა- და წყალგაუმტარი ზედაპირების და საგნების გასაწმენდად სანიტარულ ობიექტებში. მჟავისადმი მგრძნობიარე ზედაპირები, როგორიცაა ონკანებზე ქრომირებული საფარი, თითბერი, ანოდირებული ალუმინი, პოლიამიდი და მჟავა მგრძნობიარე ბუნებრივი და ხელოვნური ქვა შეიძლება დაზიანდეს მჟავეშემცველი საშუალებებით.
გამოყენება
პირველი გამოყენების წინ შეამოწმეთ დასამუშავებელი მასალის ზედაპირი გამძლეობაზე. აუცილებელია შემრევების და ნაკერების წინასწარი დასველება ცივი წყლით. დამუშავებული ზედაპირების გავლება ცივი წყლით სავალდებულოა.
ყოველდღიური დასუფთავება (ქაფგამფრქვევი):
დაასველეთ ზედაპირი სამუშაო გამწმენდი ხსნარით და დაამუშავეთ საწმენდი ტექსტილით. მოხმარება: 1.0‒5.0 მლ / მ².
ქაფგამფრქვევის შევსება ხდება კანისტრიდან.
მითითება
მწარმოებელი არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქტის არასწორი ან არაკვალიფიციური გამოყენების შედეგად გამოწვეულ ზიანზე. მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისთვის! არ გამოიყენება დიდი ფართობების გასაწმენდად. ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები წარმოებულია მცენარეული ნედლეულისგან. შეფუთვის მასალა გადამუშავებადია.
შემადგენლობა (შესაბამისობაშია 648/2004/ЕС)
არაიონური სურფაქტანტები <5%, ორგანული მჟავები, წყალში ხსნადი გამხსნელები, საღებავები, არომატიზატორები.
pH კონცენტრატში: დაახლ. 1
მარკირება
მარკირება (კონცენტრატში): ყურადღება. H319 თვალში მოხვედრისას იწვევს გამოხატულ გაღიზიანებას. H315 კანზე მოხვედრისას იწვევს გაღიზიანებას. P280 გამოიყენება დამცავი ხელთათმანები/თვალის დამცავი საშუალებები. P305+P351+P338 თვალში მოხვედრისას: ფრთხილად დაიბანეთ თვალი წყლით რამდენიმე წუთის განმავლობაში. მოიხსენით კონტაქტური ლინზები, გამოყენების შემთხვევაში, გააგრძელეთ წყლით დამუშავება.