SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
თვისებები
ARENAS®-wash – არის მაღალკონცენტრირებული სარეცხი საშუალება ფოსფატების შემცველობის გარეშე, რომელიც უზრუნველყოფს რეცხვის საუკეთესო შედეგს სრულ ტემპერატურულ დიაპაზონში (30°-90°С). სურფაქტანტებისა და გარუხების საწინააღმდეგო კომპონენტების სპეციალური კომბინაციის წყალობით, ARENAS®-wash გამოიყენება, როგორც უნივერსალური, ისე როგორც ძირითადი საშულება ARENAS®-eхcellent -თან ან/და ARENAS®-oxydes-თან ერთად. ARENAS®-wash უზრუნველყოფს არა მხოლოდ ტექსტილის სისუფთავეს, არამედ ნაკეთობის კარგ იერსახეს.
შემადგენლობა (648/2004/EC-ის შესაბამისად)
ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები 5-15%, არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები 15-30%, საპონი < 5%, ფოსფონის მჟავის მარილები< 5%, ოპტიკური მათეთრებლები < 5%, მღებავი ნივთიერება, არომატიზატორი (Lilial).
рН (კონცენტრატში): დაახლ. 9
გამოყენების სფერო
გამოიყენება ყველა სახის ტექსტილის ძირითადი რეცხვისთვის, მათ შორის შალის და აბრეშუმის ნაწარმისთვის. კომბინაციაში ARENAS®-oxydes-თან და ARENAS®-excellent -თან გამოიყენება თერმო-ქიმიური დეზინფექციისთვის. დაიცავით მაქსიმალური და ინდივიდუალური რეცხვის ტემპერატურა თეთრეულის ყველა სახეობისთვის.
გამოყენება
დაახარისხეთ ტექსტილი ქსოვილის სახეობისა და ფერის მიხედვით. გარეცხეთ თეთრეული ARENAS®-wash -ით ძირითად რეჟიმში, ამასთან დაიცავით ნაკეთობის ეტიკეტ-ზე მითითებული ტემპერატურა. ARENAS®-wash-ის კანისტრი მიუერთეთ ძირითადი საშუალების ტუმბოს , პროგრამირების მოწყობილობის დახმარებით დოზირება ავტომატურად მოხდება.
მოხმარება 1 კგ. ტექსტილზე
დამოკიდებულია სარეცხი მანქანის მოცულობაზე.
GHS 07, ყურადღება(კონცენტრატში);
H319 იწვევს თვალის სერიოზულ გაღიზიანებას. P280 გამოიყენეთ თვალის დამცავი საშუალებები. P305+P351+P338 თვალში მოხვედრისას: ჩამოიბანეთ თვალი სუფთა წყლით, კონტაქტური ლინზების ტარების შემთხვევაში მოიხსენით ისინი და ისევ ჩამოიბანეთ თვალი წყლით.
მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისთვის!