SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
ტექსტილის მადეზინფიცირებელი საშუალება სუსტი ჟანგვითი გათეთრებით
შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს EN 13727, EN 13624, EN 14348, EN 14476 და EN 16616
ზემოქმედების ფართო სპექტრი 40 °C-ზე
შესაძლებელია კომბინირება ARENAS ხაზის საშუალებებთან ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა საავადმყოფოებსა და მოხუცებულთა სახლებში
გამოყენების სფერო
გამოიყენება გათეთრებას დაქვემდებარებული ყველა სახის ტექსტილის თერმო-ქიმიური დეზინფექციისთვის (40°C და 60°C). არ გამოიყენება სისხლით ძლიერ დაბინძურებული ტექსტილის დამუშავებისთვის. გამოიყენება კომბინაციაში მხოლოდ თხევად სარეცხ საშუალებებთან ARENAS (იხ. ცხრილი).
გამოყენება
გასარეცხი ტექსტილი უნდა გადახარისხდეს ფერისა და რეცხვის ტემპერატურის მიხედვით.
თეთრეულის დეზინფექცია:
დოზირების ცხრილი:
შეაერთეთ კანისტრი სადეზინფექციო საშუალების მიწოდების ტუმბოსთან. დოზირება ხდება ავტომატურად, სარეცხი მანქანის პროგრამული მართვის საშუალებით.
მოხმარება დამოკიდებულია სარეცხი მანქანის მოცულობაზე და წყლის სიხისტეზე.
შენიშვნა
ბიოციდური პროდუქტები გამოიყენეთ სიფრთხილით! გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ეტიკეტს და ინფორმაციას პროდუქტის შესახებ.
შემადგენლობა (648/2004/ЕС-ის შესაბამისად)
ორგანული მჟავები, პეროქსიდები.
pH კონცენტრატში: დაახლ. 0,5
აქტიური ნივთიერებები 100 გ-ში:
25,0 გ წყალბადის ზეჟანგი (CAS: 7722-84-1), 5,0 გ პერაცეტური მჟავა (CAS: 79-21-0).
მარკირება
H242 გაცხელებამ შეიძლება გამოიწვიოს აალება. H290 შეიძლება გამოიწვიოს ლითონის კოროზია. H302+H312+H332 საშიშია გადაყლაპვისას, კანზე კონტაქტის ან შესუნთქვის დროს. H335 შეიძლება გამოიწვიოს ზედა სასუნთქი გზების გაღიზიანება. H314 კანზე ან თვალში მოხვედრისას იწვევს ქიმიურ დამწვრობას. H410 ძალიან ტოქსიკურია წყლის ორგანიზმებისთვის. P210 მოარიდეთ აალების წყაროს/გათბობას/ნაპერწკალს/ღია ცეცხლს. არ მოწიოთ. P234 შეინახეთ მხოლოდ მწარმოებლის შეფუთვაში. P273 მოერდიდეთ გარემოში დაღვრას. P280 გამოიყენება ხელთათმანები/
სპეც.ტანსაცმელი/თვალის და სახის დამცავი საშუალებები. P302+P352 კანზე მოხვედრისას: დაიბანეთ საპნით და დიდი რაოდენობა წყლით. P305+P351+P338 თვალში მოხვედრის შემთხვევაში: ფრთხილად დაიბანეთ თვალი წყლით რამდენიმე წუთის განმავლობაში. მოიხსენით კონტაქტური ლინზები, იმ შემთხვევაში თუ ატარებთ მათ და კიდევ ერთხელ დაიბანეთ თვალი. P308+P311 ზემოქმედებაზე ეჭვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. EUH071 აღიზიანებს სასუნთქ სისტემას. შეიცავს: Peracetic Acid / Hydrogen Peroxide (INCI)