SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
თვისებები
ARENAS®-enzyma-ს შემადგენლობაში შედის სპეციალური ფერმენტები, რომლებიც აშორებენ ტექსტილს რთულ ცილოვან ჭუჭყს და სისხლის ლაქებს. ფერმენტების შემცველობა ARENAS® -enzyma-ს შეუცვლელ საშუალებად ხდის თეთრეულის რეცხვისთვის საავადმყოფოებში, მოხუცებულთა სახლებში, სასტუმროებში და კვების მრეწველობის ინდუსტიაში. ARENAS®-enzyma-ს შემადგენლობაში ფოსფატების არარსებობა ქმნის მას უნივერსალურ საშუალებად ყველა სახის ტექსტილის დასამუშავებლად.
შემადგენლობა (648/2004/EC-ის შესაბამისად)
არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები 15-30%, ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები 5-15, საპონი 5-15%, ფოსფონატები < 5%, პოლიკარბოქსილატები < 5%, ოპტიკური მათეთრებლები < 5%, ფერმრნტები (ენზიმები), მღებავი ნივთიერებები, არომატული ნივთიერებები (Lilial), კონცერვანტები (Benzisothiazolinone).
გამოყენების სფეროები
გამოიყენება ნებისმიერი ტიპის ტექსტილის გასარეცხად, მათ შორის აბრეშუმის ნაკეთობების, ტემპერატურულ რეჟიმში 30°С – 60°С. მაქსიმალურად დაიცავით ტემპერატურული რეჟიმი რეკომენდირებული მწარმოებლის მიერ!
გამოყენება
შეაერთეთ ARENAS®-enzyma -ს კანისტრი სარეცხი მანქანის ტუმბოს, შემდეგ პროგრამებთან: წინასწარი რეცხვა ან დელიკატური რეცხვა (ძირითადი რეცხვა). სარეცხი მანქანის პროგრამული მართვის დახმარებით, დოზირება მოხდება ავტომატურად.
მოხმარება 1 კგ ტექსტილზე
დამოკიდებულია სარეცხი მანქანის მოცულობაზე.
GHS 07, ყურადღება! (კონცენტრატში);
H319 იწვევს თვალის სერიოზულ გაღიზიანებას P280 გამოიყენეთ თვალის დამცავი საშუალებები P305/351/338 თვალში მოხვედრის შემთხვევაში: ფრთხილად ჩამოიბანეთ თვალი წყლით რამდენიმე წუთის განმავლობაში. ლინზების ტარების შემთხვევაში მოისენით ისინი, განაგრძეთ თვალის ჩამობანა. შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას!
მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისთვის!