SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
თვისებები
Vinoxin არის მაღალაქტიური, გამოყენებისთვის მზა საშუალება მჟავის ფუძეზე. არ შეიცავს არომატიზატორებს და მღებავ ნივთიერებებს, დამზოგველად ასუფთავებს მჟავაგამძლე და წყალგამძლე ზედაპირებს კვების წარმოებისა და გადამუშავების ობიექტებში. Vinoxin აცილებს კირქვოვან ნადებს, წყლის ლაქებს, ცხიმოვან და ცილოვან (როგორც ცხოველური, ისე მცენარეული წარმოსობის) დაბინძურებას. დამუშავებული ზედაპირები შრება ლაქების გარეშე და იძენენ უზადო ბზინვარებას. Vinoxin-ის გამოყენება მჟავა მგრძნობიარე ზედაპირებზე გამოიწვევს მასალის შეუქცევად დაზიანებას.
შემადგენლობა (648/2004/EC-ის შესაბამისად)
არაორგანული მჟავები, არაიონური სურფაქტანტები < 5%, კოროზიის ინჰიბიტორები рН (კონცენტრატში): დაახლ. 1,5
გამოყენების სფერო
გამოიყენება მჟავაგამძლე და წყალგამძლე ზედაპირების და საგნების გასაწმენდად, მაგ., სამუშაო ზედაპირები, ურიკები, გადასაადგილებელი კონტეინერები, კონვეიერული მოწყობილობების რელსები. რეკომენდებულია კვების წარმოების და გადამუშავების ობიეტებში გამოყენებისთვის.
გამოყენება
ხელის კანის დასაცავად იმუშავეთ შესაფერის ხელთათმანებში.
პირველ გამოყენებამდე დარწმუნდით მასალის მდგრადობაში საწმენდი საშუალების მიმართ: დაიტანეთ შეუმჩნეველ ადგილზე მცირე რაოდენობით და დაელოდეთ ზემოქმედების შედეგს.
ზედაპირების წმენდა:
დასამუშავებელ ზედაპირზე დაიტანეთ განუზავებელი სახით Vinoxin. გაწმინდეთ რბილი ხელსახოცით ან ღრუბელით და შემდეგ საფუძვლიანად ჩამორეცხეთ წყლით. ზედაპირის მჟავამგრძნობიარე ნაწილები დაფარვით დაიცავით საშუალების მოხვედრისაგან.
ზედაპირები, რომლებიც უშუალო კონტაქტშია საკვებ პროდუქტებთან დამატებით უნდა გაივლოს სასმელი წყლით (8 ლ 1 მ²-ზე).
მწარმოებელი პასუხს არ აგებს პროდუქტის არასწორი ან არაკვალიფიციური გამოყენების შედეგად მიყენებულ ზარალზე.
მოხმარება 1 მ² -ზე
ზედაპირების წმენდა: 5 მლ
მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისთვის!