SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
თვისებები
სწრაფმოქმედი ტუტე საწმენდი საშუალება კოროზიის ინჰიბიტორით. დამზადებულია კომპონენტების ბაზაზე, რომლებიც დაშვებულია კვების მრეწველობაში გამოყენებისთვის. ეფექტურად აცილებს მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ცხიმოვან და ცილოვან ჭუჭყს. Grasset შიძლება გაიხსნას როგორც ცივ, ასევე თბილ წყალში.
შემადგენლობა (648/2004/EC-ის შესაბამისად)
ანიონური სურფაქტანტები < 5%, არაიონური სურფაქტანტები < 5%, საპონი < 5%, წყალხსნადი გამხსნელები.
ფოსფატები< 5%, ტუტეები.
рН (კონცენტრატში): დაახლ. 13
გამოყენების სფერო
გამოიყენება წყალ-და ტუტეგამძლე იატაკების, კედლების და სამუშაო ზედაპირების წმენდისთვის კვების მრეწველობის ობიექტებში: ძეხვეულის მწარმოებელი ქარხნები, რძის გადასამუშავებელი საწარმოები, საცხობები, საავადმყოფოს სამზარეულოები, სასტუმროები და სხვა. კარგად დაიტანება ზედაპირზე ქაფის გენერატორის დახმარებით. კოროზიის ინჰიბიტორის წყალობით, Grasset ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ანოდირებულ ალუმინის ზედაპირებზე. არ გამოიყენება ტუტეების მიმართ მგრძნობიარე ზედაპირებზე: ლინოლეუმი, დისპერსული ლაქებით დაფარული იატაკები და სხვა.
გამოყენება
პირველ გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ საშუალება არ აზიანებს დასამუშავებელ
ზედაპირს (შეუმჩნეველ ადგილზე დაიტანეთ მცირე რაოდენობა).
ყოველდღიური დალაგება (ხელით/მექანიზირებული), ზედაპირების წმენდა
50-200 მლ 8 ლ წყალზე (გააფრქვიეთ ბოთლიდან 2-3 ჯერ)
ღრმა წმენდა:
1 ლ 8 წყალზე .
ცხელი წყლის(40-60°С) გამოყენება აჩქარებს ძველი ცხიმოვანი ნადების გახსნას. დაიწყეთ მუშაობა ცივი ხსნარით, თანდათანობით დაამატეთ ცხელი წყალი ერთდისკიანი მანქანის ავზიდან.
ქაფოვანი წმენდა:
ჩაასხით Grasset (განზავების გარეშე) ქაფის გენერატორში.
დაბინძურების ხარისხიდან გამომდინარე დაადგინეთ დოზირებ 1:4 ან 1:10. დაიტანეთ ქაფი დასამუშავებელ ზედაპირზე, დაახლოებით 10 წუთში ჩამორეცხეთ სუფთა წყლით.
ჩამჯდარი ჭუჭყის მოცილება:
გამოიყენეთ განუზავებელი საშუალება ბოთლიდან.
ზედაპირები, რომლებიც უშუალო კონტაქტშია საკვებ პროდუქტებთან, საგულდაგულოდ ჩამორეცხეთ სასმელი წყლით წმენდის დასრულების შენდეგ.
მოხმარება 1 კვ. მ-ზე
ყოველდღიური დალაგება (ხელით / მექანიზირებული): 0,5 -1 მლ ზედაპირების წმენდა: 1 მლ
ღრმა წმენდა: 40 მლ
ქაფოვანი წმენდა: 20 მლ