SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
თვისებები
სასიამოვნო სუნის მქონე მაღალეფექტური საშუალება გამოიყენება რთულად ხსნადი ჭუჭყის სწრაფი მოცილებისთვის გამხსნელებისადმი მდგრადი ზედაპირებიდან. ზედაპირების ყოველდღიური წმენდისთვის გაფრქვევის მეთოდით, ჩვენ გირჩევთ Profless-Konzentrat-ის გამოყენებას.
Тablefit დამუშავების შემდეგ ტოვებს სასიამოვნო არომატს და სისუფთავის და კომფორტის სასიამოვნო ატმოსფეროს.
შემადგენლობა (648/2004/EC-ის შესაბამისად)
ანიონური სურფაქტანტები < 5%, ჰიდროფილური გამხსნელები, არომატიზატორები. рН (კონცენტრატში): დაახლოებით 9,5
გამოყენების სფერო
აცილებს ფანქრის, ქიმიური ფანქრის, მელნის, ფლომასტერის კვალს, წებვადი ქაღალდის და წებოს ნარჩენებს, გამხსნელებისადმი მდგრადი ნებისმიერი ზედაპირიდან: პლასტმასი, უჟანგავი ფოლადი, ალუმინი, მათ შორის, ანოდირებული. არ გამოიყენება “ABS-პლასტიკისთვის”, მაგ., ტელეფონის აპარატების და კლავიატურის კორპუსი, თხევად-კრისტალური დისპლეი. ასეთი ტიპის მასალაზე მოხვედრის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გაწმინდეთ კვალის გარეშე ხელსახოცის დახმარებით. ეს ხელს შეუშლის ზედაპირის დაზიანებას.
ყურადღბა! Tablefit ხსნის ლაქის საფარს, ასევე წყლის ფუძეზე შექმნილ დამცავ საფარებს.
გამოყენება
პირველი გამოყენების წინ შეამოწმეთ მასალა მდგრადობაზე და დაიტანეთ პროდუქტის მცირე რაოდენობა შეუმჩნეველ ადგილას.
ზედაპირების წმენდა
შეასხურეთ ხელსახოცზე Tablefit. მოწმინდეთ ჭუჭყი, ამავე ხელსახოცით მოაცილეთ დარჩენილი დაბინძურება, შემდეგ გაწმინდეთ ზედაპირი სრულ გამშრალებამდე. პროდუქტი დაიტანეთ მხოლოდ ხელსახოცზე და არა დასამუშავებელ ზედაპირზე!
ცარიელი ფლაკონი-გამფრქვევი შეიძლება შეივსოს 5-ლიტრიანი კანისტრიდან.
მწარმოებელი პასუხს არ აგებს პროდუქტის არასწორი ან არაკვალიფიციური გამოყენების შედეგად მიყენებულ ზარალზე.
მოხმარება 1 მ²
ზედაპირების წმენდა: 2 მლ
მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისთვის!