SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
სწრაფმოქმედი აქტიური საწმენდი საშუალება სანიტარული ზონების ყოველდღიური დასუფთავებისთვის, მჟავა ფუძეზე
აცილებს კირქვოვან ნადებს, ნალექს, შარდის ქვას და საპნის ნარჩენებს
ტოვებს ინტენსიურ სასიამოვნო სუნს
გამოყენება ასევე შესაძლებელია ქაფის გენერატორში
გამოყენების სფერო
გამოიყენება მჟავა- და წყალგამძლე საგნების და ზედაპირების წმენდისთვის სანიტარულ ზონებში. მჟავამგრძნობიარე ზედაპირები, მაგალითად, როგორებიცაა დაზიანებული ქრომირებული საფარი შემრევებზე, ლატუნი, ანოდირებული ალუმინი, პოლიამიდი და მჟავამგრძნობიარე ხელოვნური და ბუნებრივი ქვა შესაძლოა დაზიანდნენ მჟავაშემცველი პროდუქტების გამოყენების შედეგად.
გამოყენება
პირველი გამოყენების წინ შეამოწმეთ მასალა გამძლეობაზე, დაიტანეთ მცირე რაოდენობით პროდუქტი შეუმჩნეველ ადგილას.აუცილებელია ნაკერების და შემრევის წინასწარი დასველება ცივი წყლით. ჩამობანეთ წყლით ყველა დამუშავებული ზედაპირი.
ყოველდღიური დასუფთავება (ზედაპირების წმენდა):
დაბინძურების ხარისხიდან გამომდინარე გამოიყენეთ პროდუქტი განუზავებლად ან 20 მლ-ის 4 ლ ცივ წყალში განზავებით. დაასველეთ ზედაპირი პროდუქტით ან სამუშაო ხსნარით და დაამუშავეთ შესაბამისი ტექსტილით. უნიტაზების წმენდისას შეასხურეთ სამუშაო ხსნარი კიდეების ქვეშ, მიეცით დრო ზემოქმედებისთვის, დაამუშავეთ და გაავლეთ წყლით. მოხმარება: 1,0‒5,0 მლ/მ².
ყოველდღიური დასუფთავება (გაწმენდა):
დაბინძურების ხარისხიდან გამომდინარე 40 მლ 8 ლ ცივ წყალში. დაასველეთ ზედაპირი სამუშაო გამწმენდი ხსნარით და დაამუშავეთ მოპის დახმარებით. მოხმარება: 1,0‒3,0 მლ/მ².
ქაფოვანი წმენდა:
ჩაასხით განუზავებელი პროდუქტი კონტეინერში. დაბინძურების ხარისხიდან გამომდინარე, ქაფის გენერატორის დისპენსერი მომართეთ 1:4-დან 1:10-მდე, დაფარეთ ზედაპირი ქაფით და მოკლე დროში ჩამორეცხეთ წყლით. მოხმარება: 5.0‒10.0 მლ/მ².
შენიშვნა
მწარმოებელი პასუხს არ აგებს პროდუქტის არასწორი ან არაკვალიფიციური გამოყენების შედეგად მიყენებულ ზარალზე. მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისათვის!
შემადგენლობა (648/2004/EC-ის შესაბამისად)
არაიონური სურფაქტანტები < 5 %, არაორგანული მჟავები, ორგანული მჟავები, მოვლის საშუალებები, კოროზიისგან დამცავი საშუალებები, საღებავები, არომატიზატორები (Limonene, Hexyl Cinnamal).
pH კონცენტრატში: დაახლ. 0,5 pH სამუშაო ხსნარში: დაახლ. 2