SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
თვისებები
Impran – ეს არის გამოყენებისთვის მზა ქვის გამჟღენთი საშუალება გამხსნელებით, რომლებიც არ შეიცავენ არომატულ ნახშირწყალბადებს. Impran ღრმად აღწევს ქვის ფორებსა და კაპილარებში, სწრაფად შრება. ქვის გამჟღენთი თვისებებიდან გამომდინარე, სრულ გაჯერებამდე შეიძლება საჭირო იყოს 4 ფენის დატანება. შრობის პროცესში Impran-ით დამუშავებული ზედაპირი ხდება რეზისტენტული წყლისა და ზეთის მიმართ. დატანებიდან 48 საათის შემდეგ Impran სრულად მყარდება და დამუშავებული ზედაპირი მზად არის გამოყენებისთვის. ქვის “სუნთქვის” უნარი, ანუ წყლის ორთქლის გატარება არ მცირდება გაჟღენთვის შემდეგ. Impran- ით გაჟღენთილი ზედაპირები იძენენ გრძელვადიან დაცვას და ამასთან ინარჩუნებენ თავიანთ ბუნებრივ იერსახეს. ცხიმოვანი, ზეთოვანი და სხვა სახის ჭუჭყი აღარ აღწევს ქვის სისქეში, რჩება ზედაპირებზე, რაც გაცილებით ამარტივებს ყოველდღიურ დალაგებას. Impran ანიჭებს ზედაპირებს ყინვაგამძლე თვისებებს, ხდის დაცულებს ტუტე ზემოქმედებისგან და ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, ხელს უშლის ხავსის, წყალმცენარეების და ობის წარმოქმნას. გააჩნია DIN 51130 შესაბამისობის სერთიფიკატი (მოცურების საწინააღმდეგო თვისებების არსებობა).
შემადგენლობა
იმპრეგნანტები, ჰიდროფობური გამხსნელები.
გამოყენების სფერო
გამოიყენება შთანმთქმელი, ფორებიანი ზედაპირის მქონე ახალი ან ღრმა წმნედა გამოვლილი ძველი კერამიკული და ქვის იატაკებისთვის, მაგალითად, კერამოგრანიტი, გრანიტი, პორფირი, გნეისი, მარმარილო, ქვიშაქვა, აგლომერატი და ბეტონის ქვა, აგური, ბეტონი და ცემენტი. დასამუშავებელი ზედაპირი აუცილებლად უნდა იყოს მშრალი, ცხიმის და ცვილის ლაქებისგან თავისუფალი.
გამოყენება
უზრუნველყავით კარგი ვენტილაცია მუშაობის დროს და მუშაობის დასრულების შემდეგ. არ მოწიოთ!
ქვის გაჟღენთვა:
ქვის ზედაპირის ტემპერატურა უნდა იყოს +5° С – +25° С. დაასხით იატაკზე გარკვეული რაოდენობა განუზავებელი Impran და დაუყოვნებლივ გაანაწილეთ თხელი თანაბარი ფენით ზედაპირზე (ბრტყელი მოპის გამოყენებით). აბსორბციული თვისებებიდან გამომდინარე, იატაკის სრულ გაჟღენთვას შეიძლება დაჭირდეს 4 ფენის დატანება ინტერვალებით 30 წთ. საშუალების ზედმეტი რაოდენობა, რომლის შეწოვა არ მოხდება 15 წთ-ის განმავლობაში, შეაგროვეთ და მოწმინდეთ რეზინის საწმენდით. მოწმინდეთ იატაკი მშრალი მოპით. დამუშავებულ იატაკზე სიარული შეიძლება უკვე ერთ საათში. ყურადღება! წებვადი ნარჩენების მოცილება 24 საათიანი შრობის შემდეგ შეუძლებელია. შრობის სრული დრო + 20 ° C ტემპერატურაზე და 65% ფარდობითი ტენიანობის პირობებში არის არა უმეტეს 48 საათი. მწარმოებელი პასუხს არ აგებს პროდუქტის არასწორი ან არაკვალიფიციური გამოყენების შედეგად მიყენებულ ზარალზე.
მოხმარება 1 კვ. მ
ქვის აბსორბციული თვისებებიდან გამომდინარე 5-500 мл.
GHS 02, 07, 08, საშიშია (კონცენტრატში);
H226 აალებადი სითხე და ორთქლი. H304 შეიძლება სასიკვდილო იყოს გადაყლაპვის ან სასუნთქ გზებში მოხვედრისას. H336 შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და თავბრუსხვევა. H412 საზიანოა წყლის ორგანიზმებისთვის, გრძელვადიანი შედეგებით P271 გამოიყენეთ მხოლოდ ღია სივრცეში ან კარგად განიავებად ადგილას P301+P330+P331 გადაყლაპვის შემთხვევაში: გამოიბანეთ პირი. არ გამოიწვიოთ ღებინება. P370+P378 აალების შემთხვევაში: ჩასაქრობად გამოიყენეთ შესაბამისი ფხვნილი EUH066 განმეორებითმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის სიმშრალე და ნახეთქები.
შეიცავს: C10-12 Alkane/Cycloalkane (INCI).
მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისთვის!