SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
კომპანიის შესახებ
კომპანია Kiehl დაარსდა 1904 წელს გერმანიაში, ქ. მიუნხენში. დღეს კომპანია ცნობილია, როგორც მაღალეფექტიანი სარეცხი, საწმენდი და მადეზინფიცირებელი ქიმიური საშუალებების მსოფლიო დონის სანდო მწარმოებელი.
Kiehl-ის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ზრუნვა გარემოზე. პროდუქციისთვის ნედლეულის არჩევისას კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს გარემოს უსაფრთხოებაზე. ამიტომაც, Kiehl-ის პროდუქციის მნიშვნელოვან ნაწილს მინიჭებული აქვს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ეკოლოგიური ეტიკეტი ECOLABEL.
Kiehl მომხმარებელს სთავაზობს პროფესიონალურ საშუალებებს სრულყოფილი დასუფთავების, მოვლისა და ჰიგიენის სფეროში.