SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
ინტენსიური, სუსტი ტუტე გამწმენდი საშუალება
სპონტანურად აშორებს ნებისმიერი სახეობის ჭუჭყს
შრება ლაქების წარმოქმნის გარეშე
გააჩნია ჭუჭყის ხსნარში შეკვრის მაღალი ხარისხი
შუშის საწმენდი მოწყობილობის რეზინის სრიალის ოპტიმალური თვისებები
გამოიყენება ფოტოელექტრული სისტემების მინის ზედაპირების გასაწმენდად
შეტანიალია GRM (ფასადების დასუფთავების ხარისხის კონტროლის
ასოციაცია) ნუსხაში
გამოყენების სფერო
გამოიყენება წყალგაუმტარ ზედაპირებზე. ფანჯრების, მინის, აკრილის მინის, ლითონის და პლასტმასის ნაკეთობებზე.
გამოყენება
პირველ გამოყენებამდე, შეამოწმეთ მასალა შეუმჩნეველ ადგილას აგენტის მიმართ გამძლეობაზე.
დაბინძურების ნორმალური ხარისხი
მინის და ფანჯრის რაფების წმენდა:
60 მლ 8 ლ ცივ წყალზე.
გაწმინდეთ მინა ტექსტილის “ქურქით” და ფანჯრის საწმენდი ხელსაწყოს რეზინის პირით. მოხმარება: 0.4 მლ/მ². მეტალის ფასადების წმენდა:
60 მლ 8 ლ ცივ წყალზე. მოხმარება: 0,5 მლ/მ².
ყოველდღიური დასუფთავება (ზედაპირების წმენდა):
40 მლ 4 ცივ წყალზე. მოხმარება: 0,2 მლ/მ².
ყოველდღიური დასუფთავება (გაწმენდა):
80 მლ 8 ლ ცივ წყალზე. მოხმარება: 0,3 მლ/მ².
უმნიშვნელო დაბინძურების შემთხვევაში საკმარისია დოზის ნახევარი.
დაბინძურების მაღალი ხარისხი
მინის და ფანჯრის რაფების წმენდა:
80 მლ 8 ლ ცივ წყალზე.
გაწმინდეთ მინა ტექსტილის “ქურქით” და ფანჯრის საწმენდი ხელსაწყოს რეზინის პირით. მოხმარება: 0,5 მლ/მ². მეტალის ფასადების წმენდა:
80 მლ 8 ლ ცივ წყალზე. მოხმარება: 0,6 მლ/მ².
ყოველდღიური დასუფთავება (ზედაპირების წმენდა):
80 მლ 4 ლ ცივ წყალზე. მოხმარება: 0,4 მლ/მ².
ყოველდღიური დასუფთავება (გაწმენდა):
120‒160 მლ 8 ლ ცივ წყალზე. მოხმარება: 0,4‒0,6 მლ/მ².
მითითება
მწარმოებელი არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქტის არასწორი ან არაკვალიფიციური გამოყენების შედეგად გამოწვეულ ზიანზე. მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისთვის! სწორი დოზირება ზოგავს ხარჯებს და იცავს გარემოს. სურფაქტანტები იწარმოება მცენარეული ნედლეულის საფუძველზე. შესაფუთი მასალა გადამუშავებადია.
შემადგენლობა (შესაბამისობაშია 648/2004/ЕС)
არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები < 5%, ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები <5%, წყალში ხსნადი გამხსნელები, საღებავები, არომატიზატორები.
pH კონცენტრატში: 11 pH სამუშაო ხსნარში: 8,5
მარკირება
მარკირება (კონცენტრატში): ყურადღება. H319 იწვევს თვალის სერიოზულ გაღიზიანებას. P280 გამოიყენეთ თვალის დამცავი საშუალებები. P305+P351 +P338 თვალებში მოხვედრის შემთხვევაში: ფრთხილად ჩამოიბანეთ წყლით რამდენიმე წუთის განმავლობაში. ამოიღეთ კონტაქტური ლინზები, თუ ატარებთ მათ და თუ ადვილია ამის გაკეთება. განაგრძეთ თვალების დაბანა.