SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
თვისებები
უნივერსალური დამცავი ემულსია, უვნებელია გარემოსთვის. წყალში განზავებული სახითაც კი ქმნის ბზინვარე ზედაპირს ზოლების და ლაქების გარეშე. სრიალის ხახუნის კოეფიციენტი Trend-ით დაფარული იატაკისთვის შეადგენს 0,4-0,6 µ-ს (ტესტირება ჩატარდა ბადენ-ვიურტემბერგში Otto-Graf ინსტიტუტის მიერ/გერმანია) და შეესაბამება DIN 18 032-ის სტანდარტის მოთხოვნებს სპორტული დატვირთვის მქონე იატაკებისთვის. კარგად ექვემდებარება სწრაფმავალი ერთდიასკიანი მანქანით პოლირებას, მათ შორის ფეხსაცმელის შავი ნაკვალევის მოცილებისთვის. დამცავი ფენის ნაწილობრივი მოცილება ინტენსიური დალაგების ფარგლებში (დაზიანებულის, გაცვეთილის) არ მოითხოვს ღრმა წმენდის საშუალებების გამოყენებას.
შემადგენლობა
ემულგატორები, ცვილები, პოლიმერები,რომლებიც არ შეიცავენ ლითონის მარილებს,
ფისი, არომატიზატორები. рН (კონცენტრატში): დაახლ. 8,5-9
გამოყენების სფერო
გამოიყენება ნებისმიერ წყალგამძლე მყარ და ელასტიურ იატაკის საფარზე: გრანიტი, მარმარილო, ბექონის ქვა, PVC, ლინოლეუმი, პოლიოლეფინი, რეზინი, გამონაკლისია მხოლოდ მაღალი ტენიანობის ადგილები. ასევე წარმატებით გამოიყენება გაჟღენთილი ხის და კორპის იატაკების დასაფარდ. ქარხნული წარმოების პოლიურეთანის ან პოლიეთილენის იატაკის საფარის დასაცავად გამოყენებას უნდა დაერთოს ადგეზიის ტესტი. არ გამოიყენება დაუმუშავებელი ხის ან კორპის იატაკებზე.
გამოყენება
დაიტანეთ განზავების გარეშე კარგად გამშრალ იატაკზე. თანაბრად გადაანაწილეთ იატაკის ზედაპირზე თხელი ფენით, მაგ., გლუვი მოპის დახმარებით. არ დაუშვათ მოპის გაშრობა. კანისტრი არ დატოვოთ ღია მდგომარეონბაში, დაუყოვნებლივ გაუკეთეთ თავსახური.
დამცავი საფარის დატანება ღრმა წმენდის შემდეგ:
იატაკის შთანმთქნელი თვისებებიდან გამომდინარე დაიტანეთ 2-3 ფენა
დაახლოებით 30 წუთიანი ინტერვალით.
გაცვეთილი საფარის აღდგენა ინტენსიური გაწმენდის შემდეგ: დაიტანეთ 1-2 ფენა დაახლოებით 30 წუთიანი ინტერვალით.
სპრეი-ქლინინგი ლოკალური დაზიანებების გამოსასწორებლად:
განზავდეს ცივი წყლით 1: 1 თანაფარდობით. დაიტანეთ გამფრქვევის დახმარებით, დაამუშავეთ ერთდისკიანი მაქნანით(დაახლ. 1000 ბრ/წთ).
პოლირება:
სრულად გამშრალი საფარი შესაძლოა გამკვრივდეს ერთდისკიანი მაქანით (დაახლ. 1000 ბრ/წთ), რომელიც აღჭურვილია შესაბამისი პადით (Multi-Disc). ეს ზრდის ბზინვარებას და ამცირებს სრიალს.
მოხმარება1 კვ. მეტრზე
პირველადი დატანება: 25 მლ(თითოეული ფენა) გაცვეთილი საფარის აღდგენა: 25 მლ (თითოეული ფენა) სპრეი-ქლინინგი: 1,5 მლ